ჩემს შესახებ

четверг, 10 сентября 2020 г.

ტრენინგ - კურსი: "ძალადობა, მსხვერპლის / მოძალადის ამოცნობა, პრევენცია, რეაგირება და სამართლებრივი მექანიზმები"


ტრენინგი თანადაფინანსებულია პოლონურ-ამერიკული თავისუფლების ფონდის მიერ „RITA -რეგიონი გარდამავალ პერიოდში“ პროგრამის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ფონდი „განათლება დემოკრატიისთვის“





















 

вторник, 21 июля 2020 г.

        საინტერესო  სატელევიზიო  გამოცდილება  გადაცემაში    " ZOOM  განათლებაზე"






                                მონაწილეობა   გადაცემაში    "რადიოვიზია"
  

სსიპ  "აჭარის მუზეუმის" და ააიპ  "აჭარის განათლების ფონდის"  ერთობლივი პროექტი: 

                                   " მუზეუმი და სასკოლო საზოგადოება"

ამ პროექტის ეგიდით ჩავწერეთ ვებინარი: 

                             "სამუზეუმო  ექსპონატებით  გაცოცხლებული  ისტორია"

რომელსაც უძღვებოდნენ აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმის მმართველი ბატონი ოთარ გოგოლიშვილი და აჭარის განათლების ფონდის ტრენერი ისტორიის მიმართულებით, ბათუმის #9 საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი ნიკოლოზ იმედაიშვილი

суббота, 23 мая 2020 г.

ვებინარი ისტორიაში #2


ვებინარი ისტორიის მასწავლებლებისთვის



 ვებინარის წამყვანები: კახაბერ ჩაკვეტაძე, ნიკოლოზ იმედაიშვილი

 ვებინარის თემა: „რეკომენდაციები დისტანციური სწავლებისთვის"

26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე“.

 ვებინარის მიზანი:

 პრაქტიკული რჩევების მიწოდება მასწავლებლებისთვის;

 თამაშზე დაფუძნებული სწავლება, კერძოდ:

📌 Kahoot.com პლატფორმაზე რეგისტრაცია

📌 Kahoot.com პლატფორმაზე ტესტების შექმნა და ტესტის გამოქვეყნება

📌 Kahoot.com პლატფორმის საშუალებით თამაში, თამაშის უკუკავშირი

 ვიზუალური წყაროს ანალიზის გამოყენება ისტორიის სწავლების დროს; (1918-1921 წლების საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა).

ვებინარი ისტორიაში #1

https://www.youtube.com/watch?v=iwSxpurarRk&list=WL&index=4&t=133s

ვებინარი ისტორიის მასწავლებლებისთვის

✅ წამყვანები: ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერები: კახაბერ ჩაკვეტაძე, ნიკოლოზ იმედაიშვილი ✅ ვებინარის თემა: "როგორ შევქმნათ მოსწავლის საჭიროებაზე ორიენტირებული დავალებები ონლაინ პლატფორმაზე: https://teams.microsoft.com" ✅ ვებინარზე მოკლედ განხილულია ონლაინ სწავლების არსი და მისი დადებითი მხარეები, როგორიცაა: ➡ სწავლობ შენთვის სასურველს, ➡ კომფორტი - შენზე მორგებული გრაფიკი, ➡ მშობელთა ჩართულობა. ✅ ვებინარი მოიცავს შემდეგ აქტივობებს: ➡ mc teams-ში სხვადასხვა ტიპის ტესტების შექმნის ინსტრუქცია, ➡ არჩევითბოლოიანი ტესტი და ისტორიული წყაროს ანალიზი. ✅ მონაწილეები იხილავენ ტესტის შექმნის პრაქტიკულ პროცედურებს.

დისტანციური სწავლება

https://www.tvschool.ge/

2020 წლის გლობალური პანდემიის პირობებში დისტანციური სწავლების ეფექტიანად წარმართვისა და ინოვაციური საგანმანათლებლო პლატფორმების გამოყენებისთვის 
მადლობა გაწეული შრომისთვის



понедельник, 25 ноября 2019 г.

ისტორიის და სამოქალაქო განათლების ოლიმპიადა


2019 წლის 24 ნოემბერს სასტუმრო "რედისონ"-ში ჩატარდა ისტორიის და სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის ფინალური ეტაპი, სადაც მივიღე მონაწილეობა, როგორც კომისიის წევრმა და გამოვავლინეთ გამარჯვებული სკოლა, კონკრეტულად ქალაქ ბათუმის #1 საჯარო სკოლის გუნდი  







понедельник, 14 октября 2019 г.

კლუბი "ვაზროვნებ, მაშასადამე ვარსებობ"

 
 
             ქ. ბათუმის   #9   საჯარო   სკოლის   კლუბი

                      „ვაზროვნებ,  მაშასადამე  ვარსებობ“

კლუბის მეურვე:  ისტორიის და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი
                                ნიკოლოზ იმედაიშვილი

კლუბში გაწევრიანებულ მოსწავლეთა რაოდენობა:  16

კლუბის წევრთა შეხვედრის დრო: ყოველი კვირის ორშაბათი, 16 სთ
(ხანგრძლივობა: 45წთ /1სთ)

კლუბი ფუნქციონირებას იწყებს 2019 წლის 7 ოქტომბერს  და დაასრულებს 2020 წლის 1 ივნისს.

              კლუბის მიზნები:

იდეების ჩამოყალიბება, ინიციატივების გამოვლენა და მისი განხორციელებისთვის საჭირო ნაბიჯების დაგეგმვა;
სამოქალაქო აქტივობებში მოხალისეობის საფუძველზე ჩართულობის მნიშვნელობის გაცნობიერება;
დემოკრატიის პრინციპების გათვალისწინებით მოქმედება;
სასკოლო თვითმმართველობაში (სასკოლო კლუბები) მონაწილეობა;
ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საჭიროების გაანალიზება;
პოზიტიური დამოკიდებულების გამოვლენა კულტურული, ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნების მიმართ;


გამჭოლი უნარები და ღირებულებები:

 სასკოლო  საქმიანობაში  გაბედული  ნაბიჯების  გადადგმა; 
იროვნული ღირსების გააზრებისა და დაფასების უნარი;
სოლიდარობის განცდა;


ძირითადი მიმართულებები:


ü  ევროატლანტიკური ინტეგრაცია და საქართველო;
ü  კულტურული მემკვიდრეობა;
ü  სამართალი;
ü  გარემოს დაცვა;
ü  ადამიანის უფლებები;







суббота, 8 июня 2019 г.

მასტერკლასი 08.06.2019

      მასტერკლასი  ისტორიაში:   "წერილობითი  წყაროების  გამოყენება"

ისტორიის შესწავლაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება წერილობითი წყაროების ისეთი ტიპის გამოყენებას, როგორიცაა საკანონმდებლო აქტები და თვით კანონთა კრებულები. კანონები კარგად გადმოსცემენ ეპოქის სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ, მორალურ თუ რელიგიურ ასპექტებს. ამიტომ მნიშვნელოვანია სწორედ კანონთა კრებულების შესწავლა, რათა მოსწავლეები ღრმად ჩასწვდნენ შესასწავლ ისტორიულ მოვლენას.
 ამასთანავე, აუცილებლად მიგვაჩნია ჩვენი მასწავლებლების მომარაგება ახალი, მათთვის უცნობი რესურსებით (წერილობითი წყარო).
 მასტერკლასზე წარმოდგენილი იქნება გორტინის კანონთა კრებული, რომელიც კუნძულ კრეტაზე შეიქმნა. ბერძნული ტრადიციის თანახმად, სწორედ კრეტა წარმოადგენდა კანონთა სამშობლოს.
ჩვენი მასწავლებლებისთვის მნიშვნელოვანია სხვადასხვა სტრატეგიების გამოყენება ისტორიის სწავლებისას. მასტერკლასზე განხილული იქნება სხვადასხვა სახის სტრატეგიები, რომლებიც მასწავლებლებს დაეხმარება საკუთარი გაკვეთილების გამრავალფეროვნებაში, ხოლო მოსწავლეებისთვის ისტორიული მასალის უკეთ ათვისებაში.
მასტერ კლასის მიზნობრივი ჯგუფი: ისტორიის მოქმედი მასწავლებლები
 მსმენელთა რაოდენობა: 20 მსმენელი
 მასტერ კლასის ხანგრძლივობა: 4 საათი.

ლევან ახვლედიანი
ისტორიის ექსპერტ-კონსულტანტი
 სსიპ „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი“