ჩემს შესახებ

ტრენინგები

2014 წლის 23 ანვრიდან 26 ანვრის ჩათვლით ბათუმის მასწავლებლის სახლში ჩატარდა  მასწავლებელთა  პროფესიული განვითარების  ეროვნული  ცენტრის მიერ ორგანიზებული ტრენინგი ისტორიაშიტრენინგს უძღვებოდა ტრენერი ბესო ლორთქიფანიძე.
 ტრენინგ პროგრამა 4 დღეზე იყო გათვალისწინებული და მოიცავდა 16 საქონტაქტო საათს.
 ტრენინგ მოდული მოიცავდა შემდეგ საკითხებს:
  ეროვნული სასწავლო გეგმის  გამოყენება სასწავლო პროცესში. 
  სწავლების მეთოდები
  ბლუმის ტაქსონომია
  გაკვეთილის დაგეგმვა
  ტესტებზე მუშაობა
     კურსი ისე იყო დაგეგმილი, რომ თეორიულ მასალას ენაცვლებოდა პრაქტიკული სამუშაოები, დამოუკიდებელი სამუშაოები, სიმულაციური ამოცანების შესრულება და სხვა, რაც ტრენინგს უფრო საინტერესოს და მასალას უფრო ადვილად ასათვისებელს ხდიდა.
პირველი დღის პირველი სესიის მიზანი იყო ეროვნული სასწავლო გეგმის  გამოყენება სასწავლო პროცესში. სასწავლო მეთოდების გამოყენება სწავლების პროცესში.
თავიდან მოვახდინეთ ისტორიის სტანდარტის განხილვა, კავშირების დადგენა შედეგებსა და ინდიკატორებს შორის. გამოყენებულ იქნა სხვადასხვა მეთოდები (მინი–ლექცია, კავშირების დადგენა, დისკუსია)
შემდეგ დრო  დაეთმო ახალი მეთოდების გაცნობასა და განხილვას, მისი გამოყენების ეფექტურობას სასწავლო პროცესში. ნაცნობ მეთოდებთან ერთად გავეცანი ახალ საინტერესო მეთოდებს (მაგ.: რეიტინგი), რომელსაც აუცილებლად გამოვიყენებ საგაკვეთილო პროცესში.
მეორე სესიის მიზანი იყო ბლუმის ტაქსონომიის და კითხვის დასმის სტრატეგიის გამოყენება სასწავლო პროცესში, მიზნის განსაზღვრა გაკვეთილის დაგეგმვისას.
განვახორციელეთ პრაქტიკული სამუშაო, შევადგინეთ კითხვები, რომელიც მივუსადაგეთ ბლუმის ტაქსონომიის სააზროვნო დონეებს, შევქმენით შეკითხვების ბანკი, რომელიც დაგვეხმარება კონკრეტულ თემატიკაზე მორგებული კითხვების გამოყენებით საინტერესო გაკვეთილის დაგეგმვაში და წარმართვაში, მოსწავლეებში კითხვის დასმის სტრატეგიის გამომუშავებაში.
შემდეგ საუბარი წარიმართა გაკვეთილის მიზნის შესახებ, თუ როგორ უნდა მოხდეს მიზნის განსაზღვრა გაკვეთილის დაგეგმვის დროს, დავგეგმეთ კონკრეტული გაკვეთილის მიზნები.
მეორე დღის პირველი სესიის მიზანი იყო  გაკვეთილის დაგეგმვა. გაკვეთილის გეგმის კომპონენტების ანალიზი. გაკვეთილის დაგეგმვის დემონსტრირება. განხორციელდა კონკრეტულ თემასთან დაკავშირებული გაკვეთილის დაგეგმვა, პრეზენტირება, განხილვა, შეფასება.
მეორე სესია და მომდევნო 2 დღე მთლიანად დაეთმო ტესტებზე მუშაობას.
განხილულ იქნა სხვადასხვა ტიპის ტესტური დავალებები:
არჩევითბოლოიანი ტესტები
ქრონოლოგიის განსაზღვრა
შეცდომების გასწორება
შესაბამისობის დადგენა
სიტყვების ჩასმა
წყაროს ანალიზი
პრობლემის ანალიზი
ვიზუალური წყაროების ანალიზი
შევადგინეთ და ერთმანეთს გავუცვალეთ სხვადასხვა ტიპის ტესტები, ტრენინგის ბოლოს შევასრულეთ ტრენერის მიერ მოწოდებული ტესტური დავალება.
ჩემი აზრით ტრენინგი ძალიან საინტერესო, აქტუალური, სიახლეებით დატვირთული გახლდათ, ნამდვილად მოხდა ზრდა პროფესიული განვითარების კუთხით, რაც მთავარია ტრენინგზე მიღებული ცოდნა და გაუმჯობესებული პროფესიული უნარები საშუალებას მომცემს საგაკვეთილო პროცესი უფრო ეფექტური გავხადო, რაც ხელს შეუწყობს ჩემი მოსწავლეების მოტივაციის გაზრდას და დაინტერესებას.


    



 ----------------------------------------------------------------------------------------------------------

                               
                                              ტრენინგის ანგარიში
ანგარიშის შინაარსი

ნაწილი 1 - ღონისძიების დასახელება

                     „სწავლებისა და შეფასების ეფექტური სტრატეგიები“

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი და პროგრამა „სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარება“.
(ტრენერი თეა კვიტატიანი)

ქალაქ  ბათუმის #9 საჯარო სკოლა.     26–27/04 – 3–4/05 / 2014 წ.     20  საკონტაქტო საათი.

ნაწილი 2 - მიზანი და ამოცანები

ღონისძიების მიზანი იყო სწავლებისა და შეფასების ეფექტური სტრატეგიების გაცნობა, გაანალიზება და სასწავლო პროცესში მისი გამოყენება, მეთოდების შეფასება, გაკვეთილის დაგეგმვა ახალი სტრატეგიის გამოყენებით, შეფასების ფორმების განხილვა, დახურული და ღია ტიპის ტესტური დავალებების ანალიზი, შეფასების სქემების განხილვა და შემუშავება.  

ნაწილი 3 - რეზიუმე

  ტრენინგის განმავლობაში გავეცანით და გამოვიყენეთ სხვადასხვა მეთოდები, მაგალითად:
პრიორიტეტების დადგენა, გონებრივი იერიში, დაკარგული სიტყვები, პრეზენტაცია, მინი დისკუსია, „ჯიგსოუ“, სიტუაციური ამოცანა, „ინტერვიუ სამი ნაბიჯი“, „გასეირნება გალერეაში“, „დისნეის სამი სკამი“, „რისთვის გამოვიყენებდი“, „რა ვიცოდი // რა ვისწავლე“ და სხვა.
  დაგვირიგდა რესურსები და სამუშაო ფურცლები. ერთ–ერთი დავალება მოითხოვდა განათლების მიზნების დალაგებას პრიორიტეტების მიხედვით, რომლის დროსაც გამოვიყენეთ მეთოდი „პრიორიტეტების დადგენა“, რასაც მოყვა საინტერესო მსჯელობა.
  ერთ–ერთი დავალება მოითხოვდა ჩვენს მიერ გამოყენებული მეთოდების აღნუსხვას და სპეციალური ცხრილის შედგენას, სადაც თითოეული სტრატეგიისთვის უნდა მიგვეთითებინა გაკვეთილის რომელ ფაზაზე ვიყენებთ, რა უნარებს ავითარებს, რა არის დადებითი და  რა საფრთხეები შეიძლება ახლდეს ამათუიმ მეთოდის გამოყენებას.
  საინტერესო იყო ლექციური მეთოდის სხვადასხვა კონსტრუქტივისტული მოდიფიკაციების შემოთავაზება და მსჯელობა: პრობლემური ლექცია, ლექცია–პროვოკაცია, ლექცია წყვილში, ლექცია–პრესკონფერენცია, ლექცია–დიალოგი, ლექცია–დისკუსია და ლექცია კონკრეტული სიტუაციის ანალიზით და ლექცია თვალსაჩინოებით. ნამდვილად ღირს ფიქრი ტრადიციული ლექციის აქტიურ მეთოდად გარდაქმნის გზებსა და საშუალებებზე.
  მნიშვნელოვანი დრო დაეთმო ისეთი უნივერსალური უნარების შესახებ საუბარს და მსჯელობას, როგორიცაა: კრიტიკული აზროვნება, მეტაკოგნიცია – აზროვნება საკუთარი აზროვნების შესახებ, შემოქმედებითი აზროვნება, ანალიტიკური აზროვნება, ტრანსფერი, რომლის გამომუშავებას, ხელშეწყობას, განვითარებას მოსწავლეებში უდიდესი ყურადღება უნდა დაეთმოს.
  ტრენინგის ბოლო მნიშვნელოვანი განსახილველი საკითხი იყო შეფასება. სასწავლო პროცესის შეფასება არის სასწავლო მიზნების მიღწევის ხარისხის დამდგენი მონაცემების შეგროვების, აღრიცხვისა და ანალიზის მუდმივი პროცესი და წარმატებისა და პროგრესის თანამიმდევრული შესწავლა, აქედან გამომდინარე შეფასებას უდიდესი ყურადღება უნდა მიექცეს სასწავლო პროცესში. ყურადღება გამახვილდა შეფასების ფორმებზე, როგორიცაა: ზეპირი გამოკითხვა, წერითი სამუშაო, დისკუსიები, პროექტი, ჩათვლა ან გამოცდა, საქაღალდე ანუ ე.წ. „პორტფოლიო“, თვითშეფასება და ურთიერთშეფასება.
  მონაცემთა ბაზის შესაქმნელად და შემდგომში მოსწავლის შეფასებისათვის ერთ–ერთი გავრცელებული და მნიშვნელოვანი ხერხია დაკვირვება. ეს არის მუდმივი პროცესი, რომელიც გულისხმობს მოსწავლეზე დაკვირვებას სხვადასხვა სასწავლო თუ არასასწავლო სიტუაციაში იმის მიხედვით, თუ რა ინფორმაციის მიღება სურს მასწავლებელს. არსებობს დაკვირვების სქემები ჯგუფური მუშაობისთვის, მოსწავლეთა სააზროვნო, სოციალურ, კომუნიკაციურ უნარ–ჩვევებზე დაკვირვების ცხრილები.
  მნიშვნელოვანია ასევე შეფასების სქემების არსებობა, რომელიც შეიძლება იყოს: ანალიტიკური, ჰოლისტური, ზოგადი და კონკრეტული. ტრენინგის განმავლობაში ჯგუფებში შევიმუშავეთ სხვადასხვა სქემები/რუბრიკები, რომლის გამოყენება შესაძლებელია საგაკვეთილო პროცესში.
 
 
ნაწილი 4 - ღონისძიების მნიშვნელოვნების დასაბუთება

        ჩემთვის ეს ტრენინგი დატვირთული იყო სიახლეებით, რამაც განაპირობა მაღალი მოტივაცია და აქტიური ჩართულობა. კონკრეტულად გამოვყოფდი შეფასების სქემებს, რომლის გამოყენება საგაკვეთილო პროცესში ერთ–ერთი აუცილებელი კომპონენტია.

        პროფესიული ზრდა, რაც გამოიხატა ურთიერთთანამშრომლობაში, ასევე საგნობრივი კომპეტენცია და ის უნარები, რომელიც აუცილებელია მასწავლებლისთვის.

        აუცილებლად გამოვიყენებ და ეს პირველ რიგში აისახება მოსწავლეებთან ურთიერთობის კუთხით, იმისთვის, რომ საგაკვეთილო პროცესის და ზოგადად, მოსწავლეთა  შეფასება გახდეს უფრო გამჭვირვალე, სანდო, ობიექტური.  

        კი, კოლეგებთან  შეხვედრებით, ასევე ჩემს გაკვეთილებზე მათი დასწრებით და გამოცდილების გაზიარებით.


  ხელმოწერა:    ნ. იმედაიშვილი

  თარიღი:          28 / 07 / 2014





------------------------------------------------------------------------------------------------------------



                               
                                              ტრენინგის ანგარიში
ანგარიშის შინაარსი

ნაწილი 1 - ღონისძიების დასახელება

ისტორიის მოდული:  „წერილობითი და ვიზუალური ისტორიული წყაროების ანალიზი, კითხვის დასმის სტრატეგიების გაცნობა“.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი და ბათუმის მასწავლებლის სახლი. (ტრენერი ბესო ლორთქიფანიძე)

ქალაქი ბათუმი,          1415 / 02 / 2014 წ.        8  საკონტაქტო საათი.

ნაწილი 2 - მიზანი და ამოცანები

ღონისძიების მიზანი იყო მსჯელობა  ისტორიის, როგორც მეცნიერების რაობის შესახებ, წერილობითი წყაროს ანალიზი, შაბლონის მეშვეობით წერილობითი წყაროს ანალიზი, ვიზუალური წყაროს ანალიზის სტრატეგიის განხორციელება, კითხვის დასმის სტრატეგიების გაცნობა.

ნაწილი 3 - რეზიუმე


2 დღიანი სატრენინგო მოდული მოიცავდა რამოდენიმე საკითხს:
        რა არის ისტორია
        წერილობითი ისტორიული წყაროს ანალიზი
        ვიზუალური ისტორიული წყაროს ანალიზი
        კითხვის დასმის სტრატეგიების გაცნობა
პირველი საკითხის ირგვლივ უნდა მოგვეხდინა ისტორიის შესახებ  სხვადასხვა გამონათქვამების დახარისხება პოზიტიურად, ნეიტრალურად და ნეგატიურად, რასაც მოყვა საინტერესო დისკუსია.
მეორე საკითხის ირგვლივ მოვახდინეთ 4 განსხვავებული წყაროს გაცნობა და გაანალიზება ერთი ისტორიული მოვლენის „ჯვაროსნული ლაშქრობები“–ს შესახებ. ამ დავალების შესრულებისას უნდა დაგვედგინა წყაროს ავტორის ვინაობა, დრო და ადგილი, წინასწარი ინფორმაცია, აუდიტორია, მიზეზი, ძირითადი იდეა და მნიშვნელობა, რაც ერთი მხრივ საკმაოდ რთული, მაგრამ ამავე დროს ძალიან საინტერესო აღმოჩნდა.
გარდა ამისა დაგვირიგდა ისტორიული წერილობითი დოკუმენტის ანალიზის სამუშაო ფურცელი, რომლის გამოყენებით უნდა მოგვეხდინა ახალი ისტორიული წყაროს ანალიზი.
მესამე საკითხის ირგვლივ მოვახდინეთ ვიზუალური ისტორიული წყაროს ანალიზი წინასწარ მოცემული კითხვების მიხედვით.
მეოთხე საკითხი მოიცავდა კითხვის დასმის რამოდენიმე სტრატეგიის გაცნობას: „კითხვითი სიტყვები“,  “სტრატეგია 6W”, “მსხვილი და წვრილი შეკითხვები“, რაც ნამდვილად საინტერესო და საგაკვეთილო პროცესში ხშირად გამოსაყენებელი სტრატეგიებია.


ნაწილი 4 - ღონისძიების მნიშვნელოვნების დასაბუთება

-         რა იყო თქვენთვის მნიშვნელოვანი და ახალი? გთხოვთ დააკონკრეტოთ.

ამ ტრენინგის ყველა სტრატეგია იყო ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ განსაკუთრებით გამოვყოფდი კითხვის დასმის სტრატეგიებს, კერძოდ „სტრატეგია 6 W-ს. ჩემი აზრით ეს სტრატეგია ხელს შეუწყობს მოსწავლეებში კითხვების  ეფექტურად დასმას და გამოუმუშავებს მაღალ სააზროვნო უნარებს.

-         ღონისძიებაი მონაწილეობამ რა შემატა თქვენს გამოცდილებას?


მოხდა ახალი პროფესიული და საგნობრივი უნარების გამომუშავება და არსებულის დახვეწა.

-          როგორ გამოიყენებთ შეძენილ ცოდნასა და ახალ უნარებს პედაგოგიურ პრაქტიკაში?
გთხოვთ დააკონკრეტოთ.

აუცილებლად გამოვიყენებ და ეს პირველ რიგში აისახება მოსწავლეებთან ურთიერთობის კუთხით, იმისთვის, რომ საგაკვეთილო პროცესი უფრო მიმზიდველი, საინტერესო და მოსწავლეთათვის აქტუალური გავხადო.

-         გეგმავთ თუ არა შეძენილი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას კოლეგებისათვის და როგორ?

კი, ძირითადად საგნობრივი კათედრის წევრებთან შეხვედრებით, ასევე ჩემს გაკვეთილებზე მათი დასწრებით და გამოცდილების გაზიარებით.


  ხელმოწერა:    ნ. იმედაიშვილი

  თარიღი:          27 / 07 / 2014



-----------------------------------------------------------------------------------------------------------


                               
                                              ტრენინგის ანგარიში
ანგარიშის შინაარსი

ნაწილი 1 - ღონისძიების დასახელება

ისტორიის მოდული:  „საქართველოს ისტორია უძველესი დროიდან XVIII ს. ჩათვლით“.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი და ბათუმის მასწავლებლის სახლი. (ტრენერი ბესო ლორთქიფანიძე)

ქალაქი ბათუმი,          6–7 / 02 / 2014 წ.        13 საკონტაქტო საათი.

ნაწილი 2 - მიზანი და ამოცანები

ღონისძიების მიზანი იყო სხვადასხვა წყაროების გაცნობა, ანალიზი, სადისკუსიო კითხვების შექმნა, პრობლემური საკითხების ახლებური გააზრება, ესსეს შექმნა და შედარება, ფაქტებისა და ინტერპრეტაციის გამოყოფა, ამ ყველაფრის საგაკვეთილო ფორმატში გადატანა და აქტიური, საინტერესო, სხვადასხვა წყაროებზე დაფუძნებული გაკვეთილების დაგეგმვა და ჩატარება.  

ნაწილი 3 - რეზიუმე

ტრენინგი ძირითადად წარიმართა სხვადასხვა ისტორიული წყაროების ანალიზით, კითხვების შედგენით, პრეზენტირებით, რამაც გამოიწვია ჩემი აქტიურობა ტრენინგის მსვლელობაში, იყო საკითხები, რომელსაც განსხვავებული კუთხით შევხედე.
  I  სესიის მინი–ლექციას მოსდევდა დისკუსია კითხვაზე: ქართლის სამეფოს ჩამოყალიბება ობიექტური რეალობა იყო თუ მხოლოდ ხელშემწყობი პოლიტიკური პროცესების შედეგი? რასაც თავის მხრივ მოყვებოდა წყაროს გაცნობა, კითხვებზე პასუხის გაცემა, პრეზენტირება. ასეთი რეჟიმით გრძელდებოდა სესიები.
მეორე თემის სადისკუსიო კითხვა იყო: რა პოლიტიკურმა მოვლენებმა განაპირობეს ქრისტიანობის ქართლში ოფიციალურ რელიგიად გამოცხადება? წარიმართა მსჯელობა მილანის ედიქტის მნიშვნელობის შესახებ.
წავიკითხეთ ნაწყვეტები ყურანიდან და შევადარეთ სახარების ზოგიერთ მცნებას. მნიშვნელოვანი ეტაპი იყო წყაროების გაცნობა და ამ წყაროებისთვის იმ ტიპის კითხვების დასმა, რომელსაც მოსწავლეებს დავუსვამდი. თან ვქმნიდი კითხვების ბანკს, რომელსაც აუცილებლად გამოვიყენებ საგაკვეთილო პროცესში. 
საინტერესოდ წარიმართა ტრენინგის ის ეტაპი, როდესაც განიხილებოდა დავით აღმაშენებლის რეფორმების შედარება ნიზამ ალ–მულქის რეფორმებთან. წყაროების გაცნობის შემდეგ ხდებოდა როგორც ფაქტების, ასევე ავტორისეული ინტერპრეტაციის გამოყოფა, სადისკუსიო კითხვების დასმა.

შემდეგი ძალიან საინტერესო სადისკუსიო კითხვა იყო: რამდენად სასარგებლო იქნებოდა ქვეყნისთვის ყუთლუ–არსლანის დასის გამარჯვება? რეალურად ხომ არ მიაღწიეს „დასელებმა“ თავიანთი მოთხოვნის მნიშვნელოვანი ნაწილის დაკმაყოფილებას?
 გარკვეული დრო დაეთმო ესსეს დაწერას: ა. დავით აღმაშენებლის პორტრეტი,
ბ. ლაშა–გიორგის პორტრეტი და მათ შედარებას.
ზოგიერთი წყაროს ანალიზი გვეძლეოდა საშინაო დავალებად და მომდევნო დღისთვის ხდებოდა მისი განხილვა.
ტრენერთან ერთად ვიმსჯელეთ პრობლემურ საკითხებზე: ა. გიორგი სააკაძე; ბ. შაჰ აბასის პიროვნება; გ. თეიმურაზ I  და როსტომ ხანი.
ბოლო სესიის სადისკუსიო კითხვები იყო: ა. რატომ ვერ დაეხმარა ლუი XIV  ვახტანგ VI;
ბ. გადამწყვეტ მომენტში რატომ დაიხია უკან პეტრე I  და სწორად მოიქცა თუ არა ვახტანგ VI, როდესაც ირანელებს არ დაეხმარა ავღანელთა წინააღმდეგ ბრძოლის დროს?
ტრენინგი დასრულდა რუსეთ–საქართველოს ურთიერთობების განხილვით ერეკლე II და სოლომონ I მეფობის დროს, რასაც მოყვა მრავალი ახალი წყაროს გაცნობა, გაანალიზება, შედარება და რაც მთავარია მისი საგაკვეთილო პროცესზე მორგება მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით, რაც წითელ ზოლად გასდევდა ტრენინგის მსვლელობას.


ნაწილი 4 - ღონისძიების მნიშვნელოვნების დასაბუთება

        ჩემთვის ეს ტრენინგი დატვირთული იყო სიახლეებით, რამაც განაპირობა მაღალი მოტივაცია და აქტიური ჩართულობა. კონკრეტულად, შემიძლია გამოვყო სხვადასხვა ტიპის ქართულენოვანი და უცხოენოვანი ისტორიული წყაროები, რომელსაც არ ვიცნობდი და ზოგიერთ საკითხს სხვა კუთხით შევხედე და ზოგიერთი ისტორიული ფაქტი თუ პიროვნება განსხვავებულად გავიცანი და შევაფასე.

        პროფესიული ზრდა, რაც გამოიხატა ურთიერთთანამშრომლობაში, ასევე საგნობრივი კომპეტენცია და ის უნარები, რომელიც აუცილებელია მასწავლებლისთვის.

        აუცილებლად გამოვიყენებ და ეს პირველ რიგში აისახება მოსწავლეებთან ურთიერთობის კუთხით, იმისთვის, რომ საგაკვეთილო პროცესი უფრო მიმზიდველი, საინტერესო და მოსწავლეთათვის აქტუალური გავხადო.

        კი, ძირითადად საგნობრივი კათედრის წევრებთან შეხვედრებით, ასევე ჩემს გაკვეთილებზე მათი დასწრებით და გამოცდილების გაზიარებით.


  ხელმოწერა:    ნ. იმედაიშვილი

  თარიღი:          22 / 07 / 2014




-----------------------------------------------------------------------------------------------------------



                               
                                              ტრენინგის ანგარიში
ანგარიშის შინაარსი

ნაწილი 1 - ღონისძიების დასახელება

ისტორიის მოდული:  „საქართველოს ისტორია XIX-XX საუკუნეებში“.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი და ბათუმის მასწავლებლის სახლი. (ტრენერი ბესო ლორთქიფანიძე)

ქალაქი ბათუმი,          8–9 / 02 / 2014 წ.        9  საკონტაქტო საათი.

ნაწილი 2 - მიზანი და ამოცანები

ღონისძიების მიზანი იყო XIX-XX საუკუნეების საქართველოს ვითარების გაცნობა–გაანალიზება,  სხვადასხვა წყაროებზე მუშაობა, სადისკუსიო კითხვების შექმნა, პრობლემური საკითხების ახლებური გააზრება,  ამ ყველაფრის საგაკვეთილო ფორმატში გადატანა და აქტიური, საინტერესო, სხვადასხვა წყაროებზე დაფუძნებული გაკვეთილების დაგეგმვა და ჩატარება.  

ნაწილი 3 - რეზიუმე

ტრენინგი ძირითადად წარიმართა სხვადასხვა ისტორიული წყაროების ანალიზით, კითხვების შედგენით, პრეზენტირებით, რამაც გამოიწვია ჩემი აქტიურობა ტრენინგის მსვლელობაში, იყო საკითხები, რომელსაც განსხვავებული კუთხით შევხედე.
  I  სატრენინგო დღის განმავლობაში განვიხილეთ შემდეგი საკითხები:
1. „დაპყრობა თუ ნებაყოფლობითი შეერთება ?“
2. „რუსული კოლონიური რეჟიმი საქართველოში“.
3. „ვორონცოვის მმართველობა“.
4. „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს“.
 რასაც თავის მხრივ მოყვებოდა წყაროს გაცნობა, კითხვებზე პასუხის გაცემა, პრეზენტირება. ასეთი რეჟიმით გრძელდებოდა სესიები.
მეორე დღის საკვანძო პრობლემები და განსახილველი საკითხები იყო:
1.      „ილია ჭავჭავაძის მკვლელობა“
2.      „საქართველოს განთავისუფლების კომიტეტი“
3.      „საქართველოს დამფუძნებელი კრება“
4.      „პიროვნება ისტორიაში – ამბროსი ხელაია“
მნიშვნელოვანი ეტაპი იყო წყაროების გაცნობა და ამ წყაროებისთვის იმ ტიპის კითხვების დასმა, რომელსაც მოსწავლეებს დავუსვამდი. თან ვქმნიდი კითხვების ბანკს, რომელსაც აუცილებლად გამოვიყენებ საგაკვეთილო პროცესში. 

ზოგიერთი წყაროს ანალიზი გვეძლეოდა საშინაო დავალებად და მომდევნო დღისთვის ხდებოდა მისი განხილვა. მაგალითად, ილიას მკვლელობასთან დაკავშირებული სტატიები, რომლებიც ეკუთვნოდა გაზეთ „ისარს“, ვაჟა ფშაველას, აკაკი წერეთელს, მიხაკო წერეთელს და სამსონ ფირცხალავას.
ტრენინგის განმავლობაში გავეცანი ბევრ ახალ და საინტერესო წყაროს, მაგ.: დავით ბატონიშვილი რუსი ჯარისკაცების საქართველოში ქცევის შესახებ, გერცენის გაზეთი „კოლოკოლი“ კავკასიაში რუსული მმართველობის შესახებ, ოსმალეთში გერმანიის ელჩის ვანგენჰაიმის წერილიდან კანცლერ ბეთმან–ჰოლეგსისადმი. 1915 წ. და მრავალი სხვა, რომელსაც აუცილებლად გამოვიყენებ საგაკვეთილო პროცესში და ვიმედოვნებ, რომ მოსწავლეთა მოტივაცია და ინტერესი ამა თუ იმ საკითხის მიმართ გაიზრდება.



ნაწილი 4 - ღონისძიების მნიშვნელოვნების დასაბუთება

        ჩემთვის ეს ტრენინგი დატვირთული იყო სიახლეებით, რამაც განაპირობა მაღალი მოტივაცია და აქტიური ჩართულობა. კონკრეტულად, შემიძლია გამოვყო სხვადასხვა ტიპის ისტორიული წყაროები, რომელსაც არ ვიცნობდი და ზოგიერთ საკითხს სხვა კუთხით შევხედე და ზოგიერთი ისტორიული ფაქტი თუ პიროვნება განსხვავებულად გავიცანი და შევაფასე.

        პროფესიული ზრდა, რაც გამოიხატა ურთიერთთანამშრომლობაში, ასევე საგნობრივი კომპეტენცია და ის უნარები, რომელიც აუცილებელია მასწავლებლისთვის.

        აუცილებლად გამოვიყენებ და ეს პირველ რიგში აისახება მოსწავლეებთან ურთიერთობის კუთხით, იმისთვის, რომ საგაკვეთილო პროცესი უფრო მიმზიდველი, საინტერესო და მოსწავლეთათვის აქტუალური გავხადო.

        კი, ძირითადად საგნობრივი კათედრის წევრებთან შეხვედრებით, ასევე ჩემს გაკვეთილებზე მათი დასწრებით და გამოცდილების გაზიარებით.





  ხელმოწერა:    ნ. იმედაიშვილი

  თარიღი:          26 / 07 / 2014



------------------------------------------------------------------------------------------------------------








Комментариев нет:

Отправить комментарий