ჩემს შესახებ

суббота, 8 июня 2019 г.

მასტერკლასი 08.06.2019

      მასტერკლასი  ისტორიაში:   "წერილობითი  წყაროების  გამოყენება"

ისტორიის შესწავლაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება წერილობითი წყაროების ისეთი ტიპის გამოყენებას, როგორიცაა საკანონმდებლო აქტები და თვით კანონთა კრებულები. კანონები კარგად გადმოსცემენ ეპოქის სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ, მორალურ თუ რელიგიურ ასპექტებს. ამიტომ მნიშვნელოვანია სწორედ კანონთა კრებულების შესწავლა, რათა მოსწავლეები ღრმად ჩასწვდნენ შესასწავლ ისტორიულ მოვლენას.
 ამასთანავე, აუცილებლად მიგვაჩნია ჩვენი მასწავლებლების მომარაგება ახალი, მათთვის უცნობი რესურსებით (წერილობითი წყარო).
 მასტერკლასზე წარმოდგენილი იქნება გორტინის კანონთა კრებული, რომელიც კუნძულ კრეტაზე შეიქმნა. ბერძნული ტრადიციის თანახმად, სწორედ კრეტა წარმოადგენდა კანონთა სამშობლოს.
ჩვენი მასწავლებლებისთვის მნიშვნელოვანია სხვადასხვა სტრატეგიების გამოყენება ისტორიის სწავლებისას. მასტერკლასზე განხილული იქნება სხვადასხვა სახის სტრატეგიები, რომლებიც მასწავლებლებს დაეხმარება საკუთარი გაკვეთილების გამრავალფეროვნებაში, ხოლო მოსწავლეებისთვის ისტორიული მასალის უკეთ ათვისებაში.
მასტერ კლასის მიზნობრივი ჯგუფი: ისტორიის მოქმედი მასწავლებლები
 მსმენელთა რაოდენობა: 20 მსმენელი
 მასტერ კლასის ხანგრძლივობა: 4 საათი.

ლევან ახვლედიანი
ისტორიის ექსპერტ-კონსულტანტი
 სსიპ „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი“