ჩემს შესახებ

კლუბი


2020 წლის 17 თებერვალს ჩატარდა კლუბის წევრთა მეათე შეხვედრა. განიხილეს შემდეგი საკითხი: 
                "მატერიალური  კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები საქართველოში".

ასწავლებელმა ჩაატარა ინტერაქტიური ლექცია და კლუბის წევრებს მიაწოდა ინფორმაცია იმ ძეგლების შესახებ, რომელიც იუნესკომ შეიყვანა მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ძეგლთა ნუსხაში, ესენია:
1. მცხეთა (სვეტიცხოველი, ჯვრის მონასტერი)
2. გელათის მონასტერი

3. ზემო სვანეთი (ჩაჟაში)

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.



  

_____________________________   ____________________________________  ______________________________


2019 წლის 16 დეკემბერს  ჩატარდა კლუბის წევრების მეცხრე  შეხვედრა. ძირითადი განსახილველი საკითხი იყო: "UNESCO  და  მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობა",
მასწავლებელმა კლუბის წევრებს ჩაუტარა ინტერაქტიური ლექცია, ესაუბრა
UNESCO-ს შექმნის ისტორიაზე და მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის დაცვის აუცილებლობაზე, სადაც კლუბის წევრებიც აქტიურად იყვნენ ჩართულები.




_________________ ______________ ______________ ________________ ________________

2019 წლის 2 დეკემბერს  ჩატარდა კლუბის წევრების მერვე  შეხვედრა. ძირითადი განსახილველი საკითხი იყო: "არასრულწლოვანთა დაცვა მავნე ზეგავლენისგან",
შეხვედრა წარიმართა დისკუსიის ფორმატში,
კლუბის წევრებმა განიხილეს შემდეგი მაგალითები:
1. თამბაქოს მიყიდვა არასრულწლოვნისთვის;
2, ალკოჰოლის შეძენა;
3. აზარტული თამაში



_____________________  ______________________________  ____________________________

2019 წლის 25 ნოემბერს  ჩატარდა კლუბის წევრების მეშვიდე  შეხვედრა. ძირითადი განსახილველი საკითხი იყო: "საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა",
შეხვედრა წარიმართა დისკუსიის ფორმატში,
კლუბის წევრებმა განიხილეს შემდეგი მაგალითები:
1. ძაღლის გასეირნება;
2. ხმაური სამეზობლოში;
3. ქალაქის იერსახის დამახინჯება.






_________________________    ____________________________    _______________________


2019 წლის 18 ნოემბერს  ჩატარდა კლუბის წევრების მეექვსე  შეხვედრა. ძირითადი განსახილველი საკითხი იყო: "დანაშაული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების წინააღმდეგ", კონკრეტულად  პირადი  მიმოწერის  ხელშეუხებლობა. 
შეხვედრა წარიმართა დისკუსიის ფორმატში, კლუბის წევრებმა განიხილეს შემდეგი მაგალითები:
1. მიმოწერის საიდუმლოება;
2. „ფეისბუკის“ გატეხა;
3. კომპიუტერული მონაცემების მოპარვა;
4. თავისუფლების შეზღუდვა.







 --------------------------------------------------    ------------------------------------------------   ----------------- 

2019 წლის 11 ნოემბერს  ჩატარდა კლუბის წევრების მეხუთე  შეხვედრა. ძირითადი განსახილველი საკითხი იყო:  "ნარკომანია". მასწავლებლის პრეზენტაციის და კონკრეტული საკითხის განხილვის შემდეგ მოეწყო აქცია, რომელიც მიმართული იყო ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისკენ, ამ აქციით მოსწავლეებმა ყურადღება გაამახვილეს ნარკოტიკების სისტემატიური მიღების მავნებლობაზე, კერძოდ წამალდამოკიდებულებაზე, იმ უარყოფით ფაქტორებზე, რაც მოაქვს სხვადასხვა სახის ნარკოტიკის მოხმარებას. ძირითადი მესიჯები იყო შემდეგი:
  ნარკოტიკი კლავს
  ნარკომანია - კაცობრიობის ერთ-ერთი ყველაზე საშიში სენი
  არ დაინგრიო ცხოვრება, იფიქრე შენს მომავალზე !
  ჩვენ ვირჩევთ ჯანსაღი ცხოვრების წესს
  ჩვენ ვირჩევთ სიცოცხლეს
  არა ნარკომანიას
  არა წამალდამოკიდებულებას
  ჯანსაღი თაობა ნარკოტიკების გარეშე








 -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------


2019 წლის 4 ნოემბერს  ჩატარდა კლუბის წევრების მეოთხე  შეხვედრა. ძირითადი განსახილველი საკითხი იყო:  "კიბერდანაშაული - XXI საუკუნის საფრთხე". კლუბის წევრებმა დისკუსიის ფორმატში ინდივიდუალურად  განიხილეს  კონკრეტული მაგალითები, ისაუბრეს ძირითად რისკ-ფაქტორებზე, რაც შეიძლება ე.წ. ჰაკერებმა განახორციელონ კომპიუტერულ სისტემაში უკანონოდ შეღწევის გამო.მასწავლებელმა პრეზენტაციის სახით მიაწოდა მნიშვნელოვანი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რომელი ზიანის მომტანი პროგრამები არსებობს და როგორ შეიძლება დავიცვათ ჩვენი კომპიუტერები ვირუსებისგან.




 -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------


2019 წლის 28 ოქტომბერს  ჩატარდა კლუბის წევრების მესამე  შეხვედრა. ძირითადი განსახილველი საკითხი იყო:  "არასრულწლოვანი შრომით ურთიერთობებში". კლუბის წევრებმა გუნდურობის პრინციპით,  ჯგუფებში განიხილეს / იმსჯელეს / სამართლებრივი შეფასება მოახდინეს კონკრეტული მაგალითების /კაზუსების.





 -------------------------------------------------------------------------------------------------------------------- -----


2019 წლის 21 ოქტომბერს ჩატარდა კლუბის წევრების მეორე შეხვედრა. ძირითადი განსახილველი საკითხი იყო:  "მოზარდი და სკოლის დისციპლინა". კლუბის წევრებმა დისკუსიის ფორმატში განიხილეს / იმსჯელეს / სამართლებრივი შეფასება მოახდინეს კონკრეტული მაგალითების /კაზუსების. შეხვედრა ძალიან საინტერესოდ წარიმართა და მოსწავლეებში დიდი ინტერესი გამოიწვია.






 -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------


             ქ. ბათუმის   #9   საჯარო   სკოლის   კლუბი

                      „ვაზროვნებ,  მაშასადამე  ვარსებობ“

კლუბის მეურვე:  ისტორიის და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი
                                ნიკოლოზ იმედაიშვილი

კლუბში გაწევრიანებულ მოსწავლეთა რაოდენობა:  16

კლუბის წევრთა შეხვედრის დრო: ყოველი კვირის ორშაბათი, 16 სთ
(ხანგრძლივობა: 45წთ /1სთ)

კლუბი ფუნქციონირებას იწყებს 2019 წლის 7 ოქტომბერს  და დაასრულებს 2020 წლის 1 ივნისს.

              კლუბის მიზნები:

იდეების ჩამოყალიბება, ინიციატივების გამოვლენა და მისი განხორციელებისთვის საჭირო ნაბიჯების დაგეგმვა;
სამოქალაქო აქტივობებში მოხალისეობის საფუძველზე ჩართულობის მნიშვნელობის გაცნობიერება;
დემოკრატიის პრინციპების გათვალისწინებით მოქმედება;
სასკოლო თვითმმართველობაში (სასკოლო კლუბები) მონაწილეობა;
ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საჭიროების გაანალიზება;
პოზიტიური დამოკიდებულების გამოვლენა კულტურული, ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნების მიმართ;


გამჭოლი უნარები და ღირებულებები:

სასკოლო  საქმიანობაში  გაბედული  ნაბიჯების  გადადგმა;
პიროვნული ღირსების გააზრებისა და დაფასების უნარი;
სოლიდარობის განცდა;


ძირითადი მიმართულებები:


ü  ევროატლანტიკური ინტეგრაცია და საქართველო;
ü  კულტურული მემკვიდრეობა;
ü  სამართალი;
ü  გარემოს დაცვა;
ü  ადამიანის უფლებები;



  

2 комментария:

  1. წარმატებები ბატონო ნიკა..ძალიან საინტერესო და აქტუალური თემები/საკითხები გაქვს არჩეული..დიდი სურვილი მაქვს ახლოდან მოგისმინოთ...

    ОтветитьУдалить
  2. გაიხარე, დიდი მადლობა, შენი შეფასება ჩემთვის მნიშვნელოვანია, დიდი სიამოვნებით გიმასპინძლებთ

    ОтветитьУдалить