ნიკოლოზ იმედაიშვილი, 2018 წელი
|
აბსტრაქტი
წინამდებარე ნაშრომი
წარმოადგენს პრაქტიკული
კვლევის ანგარიშს
თემაზე: როგორ შეიძლება ჩავანაცვლოთ ერთფეროვანი (ფაქტობრივ
ცოდნაზე დაფუძნებული) შემაჯამებელი დავალებები უფრო ეფექტური (სააზროვნო უნარების განვითარებაზე
ორიენტირებული) შემაჯამებელი დავალებებით.
კვლევა განხორციელდა ბათუმის
#9 საჯარო
სკოლაში, ამავე სკოლის ისტორიის მასწავლებლის ნიკოლოზ იმედაიშვილის მიერ.
კვლევის მიზანია
ვაჩვენოთ, თუ
როგორ შეიძლება სტანდარტული
ტესტების ჩანაცვლება უფრო ეფექტური შემაჯამებელი დავალებებით.
საკვლევი კითხვები
შეეხება შემდეგ საკითხებს:
1. რამდენად
ეფექტურია მოსწავლეებს შევუფასოთ მხოლოდ ფაქტობრივი ცოდნა?
2.
რამდენად ვფლობ მოსწავლეებში მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებაზე ორიენტირებული
ტესტის შედგენის ტექნიკას?
3.
რამდენად საჭიროა მოსწავლეებს შეუფასდეს შემაჯამებელი დავალებებით სააზროვნო უნარები?
4.
რამდენად მოსწონთ მოსწავლეებს სტანდარტიზებული ტესტის შესრულება?
5.
რამდენად აქვთ გააზრებული მოსწავლეებს მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებაზე ორიენტირებული
დავალებების უპირატესობა?
კვლევა განხორციელდა
რაოდენობრივი და თვისებრივი
მეთოდოლოგიით. გამოყენებული
მეთოდებია: გამოკითხვა: ანკეტირება,
ფოკუს ჯგუფი, ტესტირება.
ინტერვენციის სახით მოსწავლეებთან
ჩატარდა სხვადასხვა აქტივობები, რომლებმაც ხელი შეუწყო მაღალი სააზროვნო უნარების
განვითარებას.
ჩატარებული ინტერვენციების შედეგად გამოიკვეთა მოსწავლეთა დაინტერესება,
გააქტიურება ახალი, უფრო ეფექტური აქტივობების შეთავაზების აუცილებლობის და მათი მხრიდან
მზაობის შესახებ.
განხორციელებულმა
კვლევამ ხელი შეუწყო X კლასის მოსწავლეებში მაღალი სააზროვნო
უნარების განვითარებას, ზოგადად, შეიცვალა
მათი დამოკიდებულება სტანდარტულ ტესტთან დაკავშირებით და თვლიან, რომ ბევრად უფრო მნიშვნელოვანია
მათთვის სააზროვნო უნარების განვითარებაზე ორიენტირებული შემაჯამებელი დავალებების
შეთავაზება.
სარჩევი
1.შესავალი...........................................................................................................................3
2. ლიტერატურის მიმოხილვა..........................................................................................4
3. კვლევის მეთოდოლოგია.................................................................................................................12
4. პრეტესტი ……………………………………………………………………………….....13
4.1 რეფლექსია (სიტუაციის ანალიზი)
............................................................................13
4.2 მონაცემთა ანალიზი
..................................................................................................13
5. ექსპერიმენტი (ინტერვენცია)
....................................................................................19
6. პოსტ ტესტი
...................................................................................................................21
6.1 შედეგების ინტერპრეტაცია ..................................................................................................
21
6.2 რეკომენდაციები........................................................................................................................22
6.3 დასკვნა........................................................................................................................................22
7. ბიბლიოგრაფია............................................................................................................................23
8. დანართები............................................................................................................................23
შესავალი
პრაქტიკის
კვლევის საშუალებით
საკითხის შესწავლა
საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის
შედარებით ახალი
ტენდენციაა, რომელიც
თანდათან აქტიურად
მკვიდრდება, როგორც
სისტემის ეფექტიანი
და ხარისხიანი
ფუნქციონირების მაჩვენებელი
ერთ-ერთი
მთავარი ინდიკატორი.
პრაქტიკული კვლევა
არის „მოქმედებაში ცოდნის შექმნა, გააზრება და გამოყენება“.(ლევინი და გრინვუდი)
წინამდებარე ნაშრომი
წარმოადგენს პრაქტიკული
კვლევის ანგარიშს
თემაზე: როგორ შეიძლება ჩავანაცვლოთ ერთფეროვანი (ფაქტობრივ
ცოდნაზე დაფუძნებული) შემაჯამებელი დავალებები უფრო ეფექტური (სააზროვნო უნარების განვითარებაზე
ორიენტირებული) შემაჯამებელი დავალებებით.
საკვლევი ობიექტია ქ. ბათუმის #9 საჯარო სკოლის X კლასი,
საგანი - ისტორია.
კვლევის მიზანია ერთფეროვანი შემაჯამებელი დავალებების
ჩანაცვლება ეფექტური (მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებაზე ორიენტირებული) შემაჯამებელი
დავალებებით, მოსწავლეებისთვის ისეთი აქტივობების შეთავაზება, რომელიც ხელს უწყობს
მრავალმხრივი უნარების განვითარებას.
ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით თითოეული საგნის
სწავლება მოსწავლეებს აძლევს ცოდნას, უვითარებს უნარ-ჩვევებს და უყალიბებს მართებულ
დამოკიდებულებებს. რასაც ვასწავლით და ვუვითარებთ მოსწავლეებს, რა თქმა უნდა უნდა ფასდებოდეს
და იზომებოდეს კიდეც, თუმცა სკოლებში მოსწავლეთა კომპეტენციების შემოწმება უმეტესად
ხდება ერთი ტიპის, ტესტური შემაჯამებელი სამუშაოებით, რაც არ იძლევა მოსწავლის მიერ
მიღწეული შედეგების სრულად შეფასების საშუალებას. მასწავლებელთა უმეტესობა აღიარებს
მრავალფეროვანი შემაჯამებლების ჩატარების აუცილებლობას, თუმცა უმეტესად მაინც ტესტებით
მუშაობენ. საკითხი მნიშვნელოვანი და ძალიან აქტუალურია, პრაქტიკული კვლევის ფარგლებში ჩატარებულმა გამოკითხვებმა
დაადასტურა პრობლემის არსებობა და აქტუალობა. საჭიროა მასწავლებლებმა დაინახონ მრავალფეროვანი
შემაჯამებლების აუცილებლობა და აქტუალობა, გაიგონ თუ როგორ და რა შეაფასონ, გააანალიზონ
რა შედეგებზე გავლენ და შესაბამისად დანერგონ პრაქტიკაში.
ვთვლი, რომ აღნიშნული კვლევისგან
სარგებელს მიიღებენ მოსწავლეებიც, პირადად მეც და სხვა მასწავლებლებიც. კერძოდ, მოსწავლეები
შეძლებენ კარგად გაიზრონ ეფექტური, მრავალმხრივი, განსხვავებული შემაჯამებელი დავალებების
შეთავაზებით მიღებული სარგებლიანობა თავისი მომავალი წარმატებისთვის, პირადად მე დავხვეწ
ჩემს პედაგოგიურ პრაქტიკას და დავნერგავ ისეთ აქტივობებს, რომელიც ხელს შეუწყობს მოსწავლეებში
მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებას და რაც შეეხება სხვა მასწავლებლებს, აღნიშნული
კვლევა მათთვის იქნება კარგი გამოცდილება, რომ საკუთარ პრაქტიკაში გადაიტანონ და დანერგონ
ის სიკეთეები, რაც სააზროვნო ტიპის აქტივობების გამოყენებას მოაქვს.
ლიტერატურის მიმოხილვა
არაერთი კვლევა
ჩატარებულა და ლიტერატურა შექმნილა
იმის შესახებ, თუ რა სარგებელთან
/ სირთულეებთან
არის დაკავშირებული მოსწავლისათვის შემაჯამებელი დავალების შესრულება და ზოგადად, რატომაა
აუცილებელი შემაჯამებელი დავალება მოსწავლეთათვის?
შემაჯამებელი დავალება მოსწავლეებს საშუალებას აძლევს სხვადასხვა გზითა და ფორმით მოახდინოს გარკვეული დროის
განმავლობაში მიღებული ცოდნის კონსტრუირება, განივითაროს აუცილებელი უნარ-ჩვევები. შემაჯამებელი დავალების შესრულება, ასევე, საუკეთესო გზაა პასუხისმგებლობის გრძნობის განვითარებისათვის.
ხოლო მასწავლებელს
აძლევს საშუალებას თვალი ადევნოს მოსწავლის აკადემიურ ზრდას, მის პროგრესსა
თუ რეგრესს, დაინახოს მოსწავლის ძლიერი და სუსტი მხარეები და გაითვალისწინოს ისინი
შემდგომი სწავლების პროცესში. სწორად შესრულებული შემაჯამებელი
დავალება მშობლისთვისაც შვილის
წარმატების ერთგვარ საზომს წარმოადგენს. თუმცა, ამ ყველაფრის დადებითობა
სწორად შერჩეულ შემაჯამებელ დავალებაზეა
დამოკიდებული.
არსებობს მოსაზრებები
შემაჯამებელი დავალების ფორმის, მისი ფუნქციისა და დანიშნულების, მისი ეფექტურობისა
და არაეფექტურობის შესახებ. მაგალითად, ეროვნულ სასწავლო გეგმაში ვკითხულობთ: „სტანდარტის მოთხოვნათა დასაკმაყოფილებლად, აუცილებელია შემაჯამებელი დავალების მრავალგვარი ფორმის გამოყენება (თხზულება, მოხსენება, რეფერატი, პროექტი, საველე-გასვლითი სამუშაო, ლაბორატორიული კვლევა, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების
ნიმუში და სხვ.). თითოეული
მასწავლებელი ვალდებულია, შეაგროვოს და შეინახოს მის
მიერ კლასში ჩატარებული შემაჯამებელი დავალებების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. აღნიშნულ დოკუმენტაციაში წარმოდგენილი უნდა იყოს: სტანდარტის
ის შედეგი/ შედეგები, რომლის შეფასებასაც ემსახურებოდა კონკრეტული შემაჯამებელი დავალება; კრიტერიუმები, რომლითაც შეფასდა ეს დავალებები; მოსწავლეების
მიერ შესრულებული და მასწავლებლის მიერ
შეფასებული სამუშაოს რამდენიმე ნიმუში ან შესრულებული სამუშაოს
ამსახველი ვიზუალური მასალა; თითოეული კლასის მოსწავლეთა მიერ მიღებული ქულები“.-
ესგ. თავი IV.
მოსწავლეების შეფასება მიზანმიმართული და თანმიმდევრული
პროცესია, რომელიც სისტემატიურ ხასიათს
ატარებს. შეფასების მიზანია გამოავლინოს
მოსწავლის უნარები და შესაძლებლობები, აამაღლოს სწავლის მოტივაცია, დაეხმაროს მოსწავლეს სწავლის პროცესის წარმართვაში,მიაწოდოს მშობელს, მასწავლებელს, ადმინისტრაციას და სახელმწიფოს ინფორმაცია მოსწავლის
მიღწევებზე სტანდარტთან მიმართებაში და დაეხმაროს მასწავლებელს სასწავლო პროცესის დაგეგმვაში.
მუხლი 15. მოსწავლის შეფასების მიზანი, პრინციპები და მიდგომები
1. მოსწავლის შეფასების მიზანია სწავლა-სწავლების ხარისხის მართვა, რაც გულისხმობს სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაზე
ზრუნვასა და კონტროლს.
2. მოსწავლის აკადემიური მიღწევის შეფასება უნდა
იყოს ხშირი და მრავალმხრივი; მან ხელი უნდა შეუწყოს: მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას, მათი შესაძლებლობების გამოვლენას, სხვადასხვა პოტენციალის მქონე მოსწავლეთათვის
თანაბარი პირობების შექმნას.
3. მოსწავლე უნდა შეფასდეს სხვადასხვა ფორმებით (ესსე, პროექტის მომზადება, ზეპირი გამოსვლა, ექსპერიმენტის ჩატარება, ცდის ჩატარება, წარმოდგენა, წერითი, ფერწერული ან სხვა ტიპის ნამუშევარი, არგუმენტირებული მსჯელობა და სხვ.).
უზნაძე აღნიშნავს (2003), რომ სწავლის პროცესში ძირითადი მნიშვნელობა აქვს განსაზღვრული მიმართულებით
მოსწავლის ძალების განვითარებას.
“სწავლაში ძირითადი კონკრეტი ჩვევა და ცოდნა როდია, არამედ იმ ძალების განვითარება, რომლებიც სწავლის ღებულობენ მონაწილეობას“ (უზნაძე, 2003, გვ. 415). ამ ძალების განვითარებისათვის
კი საჭიროა მასწავლებელმა შეაფასოს მოსწავლე და უჩვენოს მას საკუთარი შესაძლებლობების
სრულყოფის გზა.
განათლების
სპეციალისტები გოუერი და საფიერი (2010), შეფასებას მასწავლებელთა რეპერტუარის გაფართოებისა
და მოდერნიზაციის ყველაზე მძლავრ ბერკეტად განიხილავენ. მათი აზრით, შეფასების სისტემა
პედაგოგებს აიძულებს სწავლების მკაფიო მიზნები დასახონ.შეფასება კარნახობს მათ თუ რა
ასწავლონ, როგორ ასწავლონ, რა დრო დაუთმონ ცალკეულ თემებს და რომელი აქტივობების შესრულება
სთხოვონ მოსწავლეებს. ამავდორულად მოსწავლეების მრავალფეროვანი და ხშირი შეფასება ხელს უწყობს მათ განვითარებას. ეროვნული
სასწავლო გეგმა მრავალმხრივი შეფასების
უზრუნველსაყოფად სკოლებს სთავაზობს მოსწავლეთა
შეფასების ორ მეთოდს - განმსაზღვრელ და განმავითარებელ შეფასებას. განმსაზღვრელი შეფასება გვიჩვენებს თუ რამდენად
ახლოსაა მოსწავლე დასახულ მიზანთან.განმავითარებელი შეფასება ეხმარება სწავლის პროცესის გაუმჯობესებას. შეფასების
ორ ტიპს - ფორმატიული (formative) და შემაჯამებელი
(summative) გვთავაზობენ განათლების უცხოელი სპეციალისტებიც. განათლების ზოგიერთი სპეციალისტის
აზრით, ფორმატიული (formative) შეფასება მასწავლებელს აწვდის ინფორმაციას მოსწავლეების
პროგრესისა და ხარვეზების შესახებ (Ramaprasad,
1983). აღნიშნული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე მასწავლებელი
გეგმავს სასწავლო პროცესს იმგვარად, რომ შესაძლებელი გახდეს მოსწავლის მიერ სასწავლო
აქტივობების დროს გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრა.
ისტორიის
შესწავლის პროცესში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ეფექტური და მრავალმხრივი შეფასების მეთოდების გამოყენებას.
ისტორიის
საგნობრივ პროგრამაზე დაყრდნობით გრძელვადიანი
და მოკლევადიანი სასწავლო მიზნების, შესაბამისი ამოცანებისა და მოსალოდნელი შედეგების
განსაზღვრა.
მიზნების შესაბამისი შეფასების ისეთი ტიპებისა და ფორმების
შერჩევა, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელი იქნება არა მარტო გამოვლინდეს მოსწავლეთა
შესაძლებლობანი და შეფასდეს მათი ცოდნა და უნარ-ჩვევები,არამედ
ხელი შეუწყოს სწავლა-სწავლებათა ხარისხის გაუმჯობესებას.
შეფასების
კრიტერიუმების განსაზღვრა და შეფასების ცხრილებისა და სქემების შედგენა შემდეგი ტიპის
აქტივობებისათვის: პრობლემის იდენტიფიკაცია, ინფორმაციის მოძიება, პრობლემის გადაჭრის
ალტერნატიული გზების განსაზღვრა და მათი ეფექტურობის შეფასება, პრეზენტაცია, საზოგადოებრივი
მეცნიერებების თემებზე საკლასო დისკუსიებში მონაწილეობა, სხვადასხვა ტიპის წერითი დავალებების
შესრულება და ა.შ.
სწავლა
პროცესია - დროთა განმავლობაში ცოდნისა და უნარების მყარი აკუმულირება და არა მოვლენა.
შეფასება მოსწავლის ცოდნის გზაზე მოგზაურობაში საკუთარი ადგილსამყოფელის, სამომავლო
გეგმების განსაზღვრაში ეხმარება და არა იმის გარკვევაში, კარგი მოსწავლეა თუ არა.
შეფასება სწავლისა და სწავლების პროცესის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. შეფასება არის საგნის, მოვლენის ან პროცესის შესაბამისობის განსაზღვრა წინასწარ დადგენილ კრიტერიუმებთან. შეფასების საშუალებით, მასწავლებელი ადგენს მოსწავლეთა მიღწევების შესაბამისობას სასწავლო გეგმითა და საგნობრივი სტანდარტებით განსაზღვრულ მოთხოვნილებებთან.
მასწავლებელი
ცოდნის და მათი უნარ-ჩვევების შესაფასებლად სხვადასხვა საშუალებას, მეთოდს უნდა იყენებდეს.
შეფასების
ინსტრუმენტები:
Ø
სწორი პასუხის შერჩევაზე ორიენტირებული ტესტები (სწორი/არასწორი
ან ვარიანტული)
Ø
თემატურ შეკითხვებზე წერილობითი პასუხები (მოკლე ჩანაწერის
ფორმატი)
Ø
ვრცელი წერითი ნამუშევარი (ესსე, თემა,
ცდის ანგარიში და სხვა)
Ø
ვიზუალური ნამუშევარი (კედლის გაზეთი, საპრეზენტაციო
პოსტერი, ელექტრონული პრეზენტაცია)
Ø
ზეპირი გამოსვლა (თხრობა,
ზეპირი ანგარიში, დისკუსია, დებატი და სხვა)
Ø უნარების დემონსტრირება (ფიზიკური უნარი, როლური გათამაშება,
მუსიკალური ნაწარმოების შესრულება და სხვა).
Ø ამოცანის ამოხსნა
Ø ჩანაწერების ან მიმოწერის დღიური
Ø არაფორმალური დაკვირვება
Ø ფორმალური დაკვირვება განსაზღვრული ინდიკატორების მიხედვით
Ø მოსწავლეთა თვითშეფასება
Ø მოსწავლის შეფასების შედეგების ანალიზი
Ø შეკითხვების დასმა, აღრიცხვის
ფურცელი
Ø ინტერვიუ
Ø გამოკითხვა
Ø პორტფოლიო
Ø თანამშრომლობითი სასწავლო აქტივობები (მაგ. ჯგუფური მუშაობა
და სხვა)
Ø მოსწავლეთა ურთიერთშეფასება
ეროვნული სასწავლო
გეგმის მიხედვით გვაქვს შემდეგი
შეფასების
კომპონენტები საზოგადოებრივ მეცნიერებებში:
1.
საკლასო სამუშაო
2.
საშინაო დავალება
3.
შემაჯამებელი დავალება
რას
ითვალისწინებს შემაჯამებელი
დავალების შეფასების კომპონენტი?
შემაჯამებელი შეფასება
ფასდება შემდეგი უნარები:
კრიტიკულ პირობებში (ტესტი, საკონტროლო და სხვა) ცოდნისა და
უნარ-ჩვევების გამომჟღავნება
პრობლემის გააზრება
მოპოვება და ორგანიზება
კავშირებისა და მიმართებების დადგენა
კომუნიკაცია
ისტორიულ-გეოგრაფიული კვლევა
პრობლემის გადაჭრა
შემოქმედებითობა
სივრცეში ორიენტაცია
ისტორიული ეპოქის განცდა და ინტერპრეტაცია
თვალსაჩინოებების გამოყენება და შექმნა
გარემოზე პასუხისმგებლობა და ზრუნვა
კრიტიკული აზროვნება
შემაჯამებელი დავალებების ტიპები:
საკონტროლო წერა
ტესტირება
კითხვა-პასუხი
თემა/ესე
პრეზენტაცია
პროექტი
რეფერატი
კვლევა
დისკუსია/დებატები
კონფერენცია
მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს შემაჯამებელი დავალებები
დავალების თითოეულ ტიპს უნდა ახლდეს თავისი შეფასების ზოგადი რუბრიკა;
ზოგადი რუბრიკა უნდა დაზუსტდეს კონკრეტული დავალების პირობისა და
განვლილი მასალის გათვალისწინებით;
10 ქულა უნდა გადანაწილდეს რუბრიკაში შემავალ კრიტერიუმებზე;
მითითებული უნდა იყოს საგნობრივი სტანდარტის ის შედეგები, რომელთა
შეფასებასაც ემსახურება შემაჯამებელი დავალება.
როგორც ვხედავთ
შემაჯამებელი დავალებების შეფასების დროს ძალიან დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს უნარების
შეფასებას,თუმცა თუ მასწავლებელი არ გამოიყენებს სხვადახავა ტიპის შემაჯამებელ დავალებებს,
რა თქმა უნდა ვერ შეძლებს აქ ჩამოთვლილი უნარებისა და დამოკიდებულებების შეფასებას.
უნდა აღინიშნოს რომ მასწავლებლები
შემაჯამებელ დავალებებს ატარებენ უმეტესად ტესტირების სახით. ტესტირების დადებითი მხარე ისაა, რომ მოკლე დროში, რესურსების ნაკლები დანახარჯით მასწავლებელი დაახლოებით იგებს მოსწავლის დონეს თუ შესაძლებლობებს, თუმცა ესეც პირობითია, რადგან შეუძლებელია მხოლოდ და მხოლოდ ტესტზე დაყრდნობით იმის თქმა, ესა თუ ის მოსწავლე როგორი ინტელექტის მატარებელია ან რა ცოდნას ფლობს. ასევე ტესტირება ბავშვებს კონცენტრაციას და ყურადღებას უვითარებს (თუმცა არსებობს უამრავი სხვა მეტად სახალისო და სასარგებლო აქტივობები კონცენტრაციისთვის/ყურადღებისთვის), და განსაზღვრულ დროში მუშაობას ეჩვევიან. თუმცა აღნიშნული დადებითი თვისებები სულ არაფერია იმასთან შედარებით, რამდენი უარყოფითიც ახლავს ხშირ ტესტირებას.ტესტირება არ იძლევა ინდივიდუალური, დიფერენცირებული მიდგომის საშუალებას. ის ყველას „ერთ ქვაბში ხარშავს“, განსხვავებით ბავშვის შესაძლებლობებისა. რა გვინდა ჩვენ? რისკენ მივისწრაფით? რომ კლასში ყველა ერთნაირად მოაზროვნე და ერთნაირი შესაძლებლობების ბავშვები გვესხდნენ? ეს არის ჩვენი მიზანი? რომ ბავშვებში ინდივიდუალიზმი ჩავკლათ და მისი პიროვნება იმით განვსაზღვროთ ა შემოხაზა თუ ბ? როდესაც ყოველი ბავშვი ცალკე აღებული, უნიკალური სამყაროა, რომლის მსგავსი არარსებობს. ისინი განსხვავდებიან ტემპით, აზროვნებით, სოციალური სტატუსით, გამოცდილებებით, შინაგანი ინტელექტით, გემოვნებით, გადაწყვეტილებების მიღების განსხვავებული გზებით, აღზრდით და სხვ. ამ ყველაფრის გათვალისწინებით კი მათთვის ერთნაირი ტესტის დადება, რბილად რომ ვთქვათ უსამართლობაა და შედეგიც მაინცდამაინც საინტერესო აღარ არის. ტესტირება არ იძლევა უკუკავშირის საშუალებას. ხშირად მოსწავლისთვის გაურკვეველია, რაში დაუშვა შეცდომა და როგორ გამოასწოროს.ტესტი ვერ აფასებს მოსწავლის შემოქმედებითობას, პირიქით ის ზღუდავს და ჩარჩოებში სვამს ამ უნარის გამოვლენას. ტესტის მზადებაში და მისი შედეგების გაანალიზებაში მოსწავლის დროის გარდა იხარჯება მასწავლებლის დროც. ნაცვლად იმისა, რომ მეტი დრო დაუთმონ სოციალურ კვლევებს, ხელოვნებას, ფიზიკურ განათლებას, ისტორიას, მეცნიერებებს, კვლევებს, დაკვირვებებს და სხვ. შეიძლება მოსწავლეს ჰქონდეს ღრმა ცოდნა ამა თუ იმ დისციპლინაში, მაგრამ ტესტირებაში დაბალი ქულა აიღოს, სხვადასხვა ფაქტორის გამო. თუ სხვა შემთხვევაში და სხვა პირობებში (კონკრეტული პროექტი, ხატვა, ძერწვა, დისკუსია) ამ მოსწავლეს ექნებოდა საშუალება საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალური გამომჟღავნების. რა ქნას მასწავლებელმა? ამ გაგანია ტესტებში რა გამოსავალი იპოვოს? უამრავი ალტერნატიული მეთოდი არსებობს, რომელიც ტესტს ცვლის და უკეთესი შედეგებიც აქვს, არა მხოლოდ რიცხვებში და შედეგებში, არამედ ბავშვის განვითარებაში და მისი მაღალი სააზროვნო უნარების ჩამოყალიბებისთვის. დისკუსია, პროექტები, პრეზენტაციები, კვლევები, სასკოლო გაზეთები, სპექტაკლები, დებატები, ექსკურსიები, ექსპერიმენტები, თავისუფალი წერა, წიგნების კეთება და უამრავი სხვა. მთავარია თითოეული მათგანი სწორად შევარჩიოთ, და არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ჩვენი ამოსავალი წერტილი მოსწავლის პოზიტიური დამოკიდებულება, მისი სილაღე, ინტერესი და ჩართულობის სურვილი უნდა იყოს. მთავარია შევქმნათ და არ დავიზეპიროთ, ვწეროთ და არ შემოვხაზოთ, ჩვენი სათქმელი გამოვხატოთ ნებისმიერი ფორმით – თუნდაც ეს დაფის წინ სპონტანურად დადგმული წარმოდგენა იყოს.(ინა იმედაშვილი. ჟურნალი
„მასწავლებელი“)
ჯონ საფიერისა და რობერტ გოუერის
აზრით სხვადასხავა ტიპის შემაჯამებელი დავალებებისა და სხვადასხვა აქტივობების
შეფასება მასწავლებლებს დაეხმარებათ
დაფიქრდნენ ქვემოთ მოცემულ კრიტერიუმებზე:
# აღძრავს თუ არა
დავალება მოსწავლის ინტერესს და მოტივაციას?
# მოითხოვს თუ არა
დავალება მოსწავლისაგან მისი მნიშვნელობის გაანალიზებას?
#წაახალისებს თუ
არა დავალება გონების მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევების დემონსტრირებას?
#წაახალისებს თუ არა დავალება გამოხატვის მრავალგვარ
ფორმებს?
# ხომ არ შეიცავს
დავალება შემთხვევით იძულებას?
# აფასებს თუ არა
დავალება გარკვეული დროის განმავლობაში მიღწეულ წინსვლას?
#მოითხოვს თუ არა
დავალება სხვებთან თანამშრომლობას?
# დავალებაში პასუხის
სიღრმეზეა გამახვილებული ყურადღება თუ მის მოცულობაზე?
# იკვლევს და განსაზღვრავს
თუ არა დავალება მოსწავლის,ერთი შეხედვით,უხილავ ძლიერ მხარეებს?
# რას უფრო აფასებს
დავალება სწავლებასა და ძალისხმევას თუ თანდაყოლილ ტალანტს?
# დავალების სტანდარტები
მხოლოდ მოცემული დისციპლინისთვის აუცილებელი ცოდნის, უნარ_ჩვევების ფართო სპექტრს მოიცავს,თუ
ინტერდისციპლინურ უნარებსაც?
#იცნობს თუ არა
მოსწავლე დავალების შესრულებამდე მისი წარმატებით შესრულების კრიტერიუმებს?
# სწორად არის თუ
არა განსაზღვრული დავალების სტანდარტი?
#ეხმიანება თუ არა
დავალების სტანდარტები სკოლის, მუნიციპალიტეტის ან ქვეყნის მიზნებს?
# ესადაგება თუ
არა დავალება ქულების სისტემას?
#არის თუ არა დავალება
მრავალგანზომილებიანი,რაც მოსწავლეს ზოგ ასპექტში სიძლიერის, ხოლო ზოგში სისუსტის გამოვლენის
საშუალებას აძლევს?
#არის თუ არა შეფასება
ისე აგებული, რომ მოსწავლისა და მასწავლებლის სწრაფი და სასარგებლო უკუკავშირი უზრუნველყოს?
არსებულ თემაზე
ზოგადად ბევრი კვლევა ტარდება, დამხმარე ლიტერატურაც არსებობს, ეროვნულ სასწავლო გეგმაშიც
დიდი ყურადღება ეთმობა არსებულ საკითხს, შეძლებისდაგვარად გავეცანი არსებულ ლიტერატურას
და აქ წარმოვადგინე ძირითადი ასპექტები და მიმოვიხილე აქტუალური საკითხები.
მეთოდოლოგია
საკვლევი საკითხი: როგორ შეიძლება
ჩავანაცვლოთ ერთფეროვანი (ფაქტობრივ ცოდნაზე დაფუძნებული) შემაჯამებელი დავალებები
უფრო ეფექტური (სააზროვნო უნარების განვითარებაზე ორიენტირებული) შემაჯამებელი დავალებებით?
საკვლევი კითხვები:
1.
რამდენად ეფექტურია მოსწავლეებს შევუფასოთ მხოლოდ ფაქტობრივი ცოდნა?
2.
რამდენად ვფლობ მოსწავლეებში მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებაზე ორიენტირებული
ტესტის შედგენის ტექნიკას?
3.
რამდენად საჭიროა მოსწავლეებს შეუფასდეს შემაჯამებელი დავალებებით სააზროვნო უნარები?
4.
რამდენად მოსწონთ მოსწავლეებს სტანდარტიზებული ტესტის შესრულება?
5.
რამდენად აქვთ გააზრებული მოსწავლეებს მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებაზე ორიენტირებული
დავალებების უპირატესობა?
შერჩევა - X კლასის 25 მოსწავლე
მეთოდი:
გამოკითხვა: ანკეტირება
ფოკუს
ჯგუფი (8 მოსწავლე - 4 გოგო, 4 ბიჭი, განსხვავებული აკადემიური
მოსწრების მოსწავლეები)
ტესტირება
(სტანდარტული ტესტის შეთავაზება)
ტესტირება (წყაროს კრიტიკული ანალიზი)
პრეტესტი
თვითრეფლექსია (სიტუაციის ანალიზი)
არსებული კვლევის ჩატარება განაპირობა საკუთარ პედაგოგიურ
პრაქტიკაში გამოვლენილმა საჭიროებამ. მიუხედავად იმისა, რომ ვცდილობდი მოსწავლეებისთვის
შემეთავაზებინა განსხვავებული, მრავალფეროვანი აქტივობები, მაინც არ იყო საკმარისი,
განსაკუთრებით ამ მიმართულებით პრობლემას წავაწყდი X კლასში.
საქმე იმაშია, რომ ამ კლასის პროგრამის უდიდესი ნაწილი არ იძლევა იმის საშუალებას,
რომ მოსწავლეებში განავითარო სააზროვნო უნარები და ის დამოკიდებულებები, რაც მათ სჭირდებათ
სამომავლოდ. მეათე კლასის პროგრამასთან დაკავშირებით შევისწავლე სხვა მასწავლებლების
დამოკიდებულებაც (ძირითადად პირადი საუბრებით) და გადავწყვიტე კვლევა მეწარმოებინა
სწორედ მეათე კლასში. რადგან ერთ-ერთი აქტუალური საკითხი არის სავალდებულო შემაჯამებელი
დავალებების შესრულება მოსწავლეებისთვის, ამიტომ ამ მიმართულებით დავიწყე მუშაობა და
დავგეგმე სხვადასხვა აქტივობები. საინტერესო
იყო მოსწავლეთა დამოკიდებულებების და პოზიციების დადგენა და გარკვევა და ამ მიზნით
გამოვიყენე როგორც რაოდენობრივი (ანკეტირება, ტესტირება) ასევე თვისებრივი მეთოდი
(ფოკუს ჯგუფი), რამაც მომცა საშუალება გამეანალიზებია არსებული სიტუაცია და დამეგეგმა
სხვადასხვა საინტერესო აქტივობები.
მონაცემთა ანალიზი
ამ
თავში განხილულია მონაცემთა შეგროვების თითოეული მეთოდის გამოყენებით მიღებული მნიშვნელოვანი
ინფორმაციის ანალიზი.
ანკეტირება - გამოვიყენე გამოკითხვის რაოდენობრივი მეთოდი ანკეტირება.
შემოგთავაზებთ ანკეტის კითხვებს შესაბამისი შედეგებით და ანალიზით.
პირველი
შეკითხვა იყო: მისაღებია თუ არა თქვენთვის ერთფეროვანი შემაჯამებელი დავალებების შესრულება? გამოკითხვაში მონაწილე 25 მოსწავლიდან
18-სთვის არ აღმოჩნდა მისაღები, 5-სთვის ნაწილობრივ აღმოჩნდა მისაღები და მხოლოდ 2
მოსწავლისთვის აღმოჩნდა მისაღები ერთფეროვანი შემაჯამებელი დავალების შესრულება, რაც
იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ მოსწავლეთა 92 %-სთვის ერთფეროვანი ტესტის შეთავაზება
არ არის მისაღები, რაც დადებითი ტენდენციაა.
მეორე შეკითხვა იყო შემდეგი:
მისაღებია თუ არა თქვენთვის შემაჯამებელი დავალების განსხვავებული ფორმატი (წყაროს
ანალიზი, თემის/ესეს დაწერა. . .)? გამოკითხვაში
მონაწილეთა 96 %-სთვის მისაღებია განსხვავებული ფორმატი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
კითხვა
მესამე: ეთანხმებით თუ არა შემდეგ დებულებას:
ერთფეროვანი (ფაქტობრივ ცოდნაზე დაფუძნებული) შემაჯამებელი დავალება არ ავითარებს მსჯელობას, კრიტიკულ აზროვნებას, საკუთარი
აზრის დაფიქსირების უნარს? გამოკითხულთა მხოლოდ 20 % არ ეთანხმება არსებულ დებულებას,
დარჩენილი 20 მოსწავლიდან 44 % მთლიანად, ხოლო 36 % ნაწილობრივ ეთანხმება დებულებას,
რაც გვაძლევს იმის თქმის უფლებას, რომ მოსწავლეებს მეტ-ნაკლებად გააზრებული აქვთ სააზროვნო
უნარების განვითარების აუცილებლობა.
კითხვა მეოთხე: როგორ ფიქრობთ,
თქვენი მომავალი წარმატებისთვის რომელი ტიპის შემაჯამებელი დავალების შესრულება არის
უფრო მნიშვნელოვანი? გამოკითხვაში მონაწილეებმა მხოლოდ 2 ვარიანტი აირჩიეს, 44% ფიქრობს,
რომ მხოლოდ ეფექტური, 56 %-ის აზრით ორივე ტიპის დავალება მნიშვნელოვანია მათი მომავალი
წარმატებისთვის.
მეხუთე
შეკითხვა ასე გამოიყურება: თქვენი
აზრით, მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებისთვის, საგაკვეთილო პროცესში, მასწავლებელი უნდა მიმართავდეს შემდეგ აქტივობებს?
v დისკუსია // დებატები
v წყაროს კრიტიკული ანალიზი
v თემის //ესეს დაწერა
v პიროვნებების შედარებითი ანალიზი
v პრეზენტაცია (პოსტერი ან powerpoint-ში
შესრულებული)
v პროექტი
გამოკითხულთა
100 % ადასტურებს, რომ უნდა მიმართავდეს, აქედან 44 %-ის აზრით მასწავლებელი ყოველთვის
უნდა მიმართავდეს მსგავს აქტივობებს, ხოლო 56 %-ის აზრით ხანდახან. მნიშვნელოვანია
მოსწავლეთა მხრიდან მსგავსი პასუხების დაფიქსირება, ვინაიდან ისინი ხაზს უსვამენ განსხვავებული
ფორმატის, ბევრად ეფექტური, სააზროვნო უნარების განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობების
უპირატესობას.
მეექვსე
შეკითხვა: თქვენი აზრით, რისთვის არის საჭირო მრავალფეროვანი, უფრო
ეფექტური შემაჯამებელი დავალებების შეთავაზება თქვენთვის?
ა) მაღალი აკადემიური შედეგების მისაღწევად
ბ) ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩასაბარებლად
გ) დამეხმარება საკუთარი სუსტი და ძლიერი მხარეების გამოვლენაში
დ) მიღებულ ცოდნას და გამოცდილებას გამოვიყენებ პრაქტიკაში
გამოკითხულთა
24 % თვლის, რომ გაიუმჯობესებს აკადემიურ მიღწევებს, 12 %-ს დაეხმარება გამოცდების
ჩაბარებაში, 32-32 % (ჯამში 64 %) თვლის, რომ ეფექტური შემაჯამებელი დავალებების შეთავაზება
მათთვის ასოცირდება ძალიან მნიშვნელოვანი უნარების გამომუშავებასთან, კერძოდ, ისინი
შეძლებენ საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეების გამოვლენას, ასევე მიღებული ცოდნის და
გამოცდილების პრაქტიკაში გამოყენებას, ანუ ტრანსფერის უნარის განვითარებას.
1. თქვენი
აზრით, რატომ არის სავალდებულო შემაჯამებელი
დავალებების შესრულება ?
2. თქვენ
როგორ შემაჯამებელ დავალებას ანიჭებთ უპირატესობას ?
3. თვლით
თუ არა, რომ მრავალფეროვანი
შემაჯამებელი დავალებების შესრულება ხელს უწყობს თქვენს
პროგრესს ? დაასაბუთეთ
4. თქვენ
რომ მასწავლებელი იყოთ, როგორ შემაჯამებელ
დავალებას შესთავაზებდით მოსწავლეებს, დააკონკრეტეთ:
ფოკუს ჯგუფთან შეხვედრის გაანალიზების შედეგად გამოიკვეთა
რამოდენიმე საკითხი:
ü მოსწავლეთა
მზაობა სიახლის მისაღებად
ü მათ
გაცნობიერებული აქვთ შემაჯამებელი დავალებების შესრულების აუცილებლობა
ü მათთვის
მისაღებია მრავალფეროვანი დავალებები და აქტივობები
ü თვლიან
რომ ერთფეროვანი დავალებები მოსაწყენია
ü თვლიან
რომ მრავალფეროვანი დავალებები ხელს უწყობს მათ პროგრესს
ü თვლიან
რომ ეფექტური შემაჯამებელი ავითარებს მათ ცოდნას სხვადასხვა მიმართულებით, უფრო საინტერესოა
და ხდის მათ უფრო მოტივირებულს
ü მრავალფეროვანი
დავალებები მათ საშუალებას აძლევს საკუთარი სწავლის პროცესს გაუწიონ მონიტორინგი, გამოკვეთონ
საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეები
ü გამოიმუშავებენ
იმ უნარებს და დამოკიდებულებებს, რომელთაც გამოიყენებენ მომავალი პროფესიის არჩევის
დროს
ü მზად
იქნებიან საზოგადოებაში ადვილად ინტეგრაციისთვის
ü ხელს
უწყობს მსჯელობის უნარის განვითარებას, დასაბუთებას
ü ხდება
მრავალმხრივი ნიჭის გამოვლენა
ü აკადემიური
ცოდნის ამაღლება
ü ხელს
უწყობს დამოკიდებულებების ჩამოყალიბებას სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით
ü ხელს
უწყობს გახსნილობას, არ ხდება ჩარჩოებში მოქცევა
ü ეხმარება
მასწავლებელს მონიტორინგი გაუწიოს მოსწავლის სწავლის პროცესს
ინტერვენცია
მოსწავლეებს
შევთავაზე სააზროვნო უნარების განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობები, განვახორციელე
2 ინტერვენცია:
v მოსწავლეებს დავურიგე 10 ცნობილი ადამიანის გამონათქვამი ისტორიის
შესახებ და შევთავაზე რამდენიმე დავალება:
გამონათქვამები
1.
იმისათვის,
რომ გაიგო - რა მოხდება მომავალში, საკმარისია იცოდე, თუ რა მოხდა წარსულში.
(ნიკოლო
მაკიაველი - 1469-1527. იტალიელი პოლიტიკოსი, ისტორიკოსი, დიპლომატი)
2.
თუ ისტორიიდან ამოვიღებთ ტყუილს,
სულაც არ ნიშნავს, რომ დარჩება მხოლოდ სიმართლე. შესაძლებელია, საერთოდ არაფერი დარჩეს.
(სტანისლავ
ეჟი ლენცი - 1909-1966. პოლონელი მწერალი-სატირიკოსი, პოეტი)
3.
ისტორიას, ისევე როგორც ბუნებას,
თავისი კანონები აქვს.
(ლიონ
ფოიხტვანგერი - 1884-1958. გერმანელი მწერალი, ჟურნალისტი)
4.
ისტორია გვასწავლის მხოლოდ იმას,
რომ მას არცერთი ხალხისთვის არაფერი უსწავლებია.
(გეორგ
ვილჰელმ ჰეგელი - 1770-1831. გერმანელი ფილოსოფოსი)
5.
ისტორიას ქმნიან ქალები, თუმცა ის
იმახსოვრებს მხოლოდ მამაკაცების სახელებს.
(ჰაინრიხ
ჰაინე - 1797-1856. გერმანელი პოეტი, პუბლიცისტი და კრიტიკოსი)
6.
ისტორიკოსის ტალანტი მდგომარეობს
იმაში, რომ შექმნას ერთი ჭეშმარიტი მთლიანობა იმ ნაწილებისგან, რომლებიც თავისთავად
ნახევრად ჭეშმარიტნი არიან.
(ჟოზეფ
რენანი - 1823-1892. ფრანგი მწერალი, ისტორიკოსი, ფილოლოგი)
7.
რას წარმოადგენს ადამიანი?
- შესაძლებელია გავიგოთ არა საკუთარ თავში
ჩაღრმავებით ან ფსიქოლოგიური ექსპერიმენტების შედეგებით, არამედ მხოლოდ ისტორიის მეშვეობით.
(ვილჰელმ
დილთაი - 1833-1911. გერმანელი ისტორიკოსი, ფილოსოფოსი)
8.
წინა თაობებმა დაგვიტოვეს არა იმდენად
შეკითხვებზე მზა პასუხები, არამედ თვით შეკითხვები.
(ლუციუს
სენეკა - ძვ.წ. 6 - ახ.წ. 65. რომაელი მწერალი, პოლიტიკოსი და ფილოსოფოსი)
9.
ისტორია ყველაზე კარგი მასწავლებელია,
რომელსაც ყველაზე ცუდი მოსწავლეები ჰყავს.
(ინდირა
განდი - 1917-1984. ინდოეთის პრემიერ-მინისტრი)
10. ბედნიერია
ხალხი, რომლის ისტორიაც მოსაწყენია.
(შარლ
ლუი მონტესკიე - 1689-1755. ფრანგი მწერალი, ფილოსოფოსი, სამართალმცოდნე)
დავალებები:
1.
დაახარისხეთ ისტორიისადმი ნეგატიურად, ნეიტრალურად და პოზიტიურად განწყობილი ავტორები
2.
რომელი გამონათქვამია თქვენთვის ყველაზე მისაღები და რატომ ?
3.
რომელი გამონათქვამია თქვენთვის ყველაზე მიუღებელი და რატომ ?
4.
გამონათქვამებზე დაყრდნობით დაწერეთ ესე „ჩემი წარსული რომ ისტორიაში შევიდეს“
1. ცოდნა:
რომელ ნაწილებად ყოფს ივანე ჯავახიშვილი
ფ. გორგიჯანიძის „ისტორიას“?
2. გაგება:
ახსენი ფ. გორგიჯანიძის „ისტორიის“ I ნაწილს ისტორიისთვის
რატომ არ
გააჩნია არავითარი ღირებულება?
3. გამოყენება:
გამოიყენეთ წყარო 1 და იპოვეთ მსგავსება
ფ. გორგიჯანიძის ნაშრომის შეფასებაში.
4. ანალიზი:
გამოყავით ფ. გორგიჯანიძის „ისტორიის“
IV ნაწილის სანდოობის
მაღალი ხარისხის მიზეზები.
5.
სინთეზი:
დაწერეთ მცირე ესე: „ფ. გორგიჯანიძე
- მეზღაპრე თუ ისტორიკოსი?“
6.
შეფასება:
გააკეთეთ დასკვნა და შეაფასეთ ფ.
გორგიჯანიძის ღვაწლი ქართული ისტორიოგრაფიისათვის.
ორივე
ინტერვენცია ძალიან საინტერესოდ წარიმართა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია გამოიწვია მოსწავლეთა
დიდი ინტერესი, მიუხედავად იმისა, რომ არ იყო მარტივი დავალებები, მაინც ვთლი, რომ
მოსწავლეებმა საკმაოდ კარგად გაართვეს თავი, შეძლეს არგუმენტირებული მსჯელობა, საკუთარი
პოზიციის დაფიქსირება, დისკუსიაში ჩართვა, ესეს დაწერა, ინტერვენციებმა მომცა იმის
საშუალება, რომ შემდგომ ეტაპზე მოსწავლეებისთვის შემეთავაზებინა განსხვავებული ფორმატის
შემაჯამებელი დავალება, კერძოდ წყაროს კრიტიკული ანალიზი. ჩავთვალე რომ ისინი უკვე
მზად იყვნენ შესაბამისი აქტივობის განსახორციელებლად, მათი მხრიდან მზაობა ნამდვილად
დაფიქსირდა. ეს ცხადყო გამოკითხვის შედეგებმაც.
პოსტ ტესტი
შედეგების
ინტერპრეტაცია
ინტერვენციის შემდეგ ჩაუტარდათ შემაჯამებელი
დავალება, სადაც მოსწავლეებმა გააანალიზეს ერთ-ერთი ისტორიული წყარო,
პირველ რიგში დაფიქსირდა უკეთესი შეფასება, ვიდრე ერთფეროვანი ტესტირების დროს. ამის
საილუსტრაციოდ გთავაზობთ სვეტოვან დიაგრამას, სადაც ნათლად ჩანს განსხვავება ერთფეროვანი
და ეფექტური შემაჯამებელი დავალების შეფასებაში. მაგალითად ძალიან მნიშვნელოვანია ის,
რომ ეფექტურ შემაჯამებელში 6-ზე დაბალი ქულა არ დაფიქსირებულა, მართალია არ დაწერილა
10 ქულა, მაგრამ 8-9 ქულები ორჯერ მეტი დაფიქსირდა,
რაც ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესია.
რეკომენდაციები:
·
სასურველია მასწავლებლებმა დაგეგმონ და განახორციელონ მრავალფეროვანი, განსხვავებული
ფორმატის, ეფექტური აქტივობები;
·
სასურველია გაითვალისწინონ
მოსწავლეთა მზაობა, შესაძლებლობები და ინტერესი დავალებების შეთავაზების დროს;
·
სასურველია მოსწავლეებს დავეხმაროთ მაღალი სააზროვნო
უნარების გამოვლენის, სრულყოფის, დახვეწის მიმართულებით;
·
სასურველია კარგად მოვემზადოთ და დავხვეწოთ პროფესიული
კომპეტენციები;
დასკვნა:
კვლევის
შედეგად გამოვლინდა N 9 საჯარო სკოლის მე-10 ბ კლასში, საგანი ისტორია, ერთფეროვანი
შემაჯამებელი დავალებების ჩატარების შედეგად უნარ-ჩვევებისა და დამოკიდებულებების შეფასებასთან
დაკავშირებული პრობლემები. პრობლემის ინტერვენციის მიზნით დაიგეგმა და ჩატარდა რამდენიმე
განსხვავებული ტიპის აქტივობა, რომელმაც ბიძგი მისცა სააზროვნო უნარების განვითარებას,
რომლის შემდეგ მოსწავლეებმა შედარებით მარტივად გაართვეს თავი ახალი, განსხვავებული
ფორმატის შემაჯამებელ დავალებას. მთავარია მზაობა და ინტერესი, რომელიც გამოავლინეს
მოსწავლეებმა ახალი ფორმატის შემაჯამებელ დავალებასთან დაკავშირებით, რაც გახდა იმის წინა პირობა, რომ
მათი აკადემიური მოსწრება გაუმჯობესებულიყო და რაც უფრო მთავარია და მნიშვნელოვანია
გამოიმუშავეს, დახვეწეს, სრულყვეს სააზროვნო
უნარები (რა თქმა უნდა ეს პროცესი გაგრძელდება), რომლის წყალობით ისინი მომავალში შეძლებენ
გარკვეული პრობლემების ადვილად გადალახვას და მოგვარებას, საზოგადოებაში ადვილად ინტეგრაციას,
იქნებიან ბევრად წარმატებულები.
ბიბლიოგრაფია
1. ეროვნული სასწავლო გეგმა (2011-2016წწ)
2. http:/www.mastsavlebeli.ge/
3. ,,სწავლებისა და
სწავლის ახალი მიდგომები“ თბილისი. 2004.
4. კახაბერ ჩაკვეტაძე “როგორ გავაუმჯობესოთ შემაჯამებელი
სამუშაოების შეფასების შედეგები ისტორიაში“ წყალტუბო, 2017 წ.
დანართები:
დანართი
#1 კითხვარი მოსწავლეებისთვის
გამარჯობა, მე ვარ ქ. ბათუმის #9 საჯარო სკოლის ისტორიის
მასწავლებელი ნიკოლოზ იმედაიშვილი და პრაქტიკული კვლევის ფარგლებში ვატარებ კვლევას
„როგორ
შეიძლება ჩავანაცვლოთ ერთფეროვანი (ფაქტობრივ ცოდნაზე დაფუძნებული) შემაჯამებელი დავალებები
უფრო ეფექტური (სააზროვნო უნარების განვითარებაზე ორიენტირებული) შემაჯამებელი დავალებებით“.
გთხოვთ, შეავსოთ აღნიშნული კითხვარი,
წინასწარ
გიხდით მადლობას,
კვლევაში
მონაწილეობა ანონიმურია.
---------------------------------------------- ----------------------------------------------------
1. მისაღებია თუ არა თქვენთვის ერთფეროვანი
შემაჯამებელი
დავალებების შესრულება?
ა)
დიახ ბ) ნაწილობრივ გ) არა
2. მისაღებია თუ არა თქვენთვის შემაჯამებელი
დავალების განსხვავებული ფორმატი (წყაროს ანალიზი, თემის/ესეს დაწერა. . .)?
ა)
დიახ ბ) ნაწილობრივ გ) არა
3. ეთანხმებით თუ არა შემდეგ დებულებას:
ერთფეროვანი (ფაქტობრივ ცოდნაზე დაფუძნებული) შემაჯამებელი დავალება არ ავითარებს მსჯელობას, კრიტიკულ აზროვნებას, საკუთარი
აზრის დაფიქსირების უნარს?
ა)
დიახ ბ) ნაწილობრივ გ) არა
4. როგორ ფიქრობთ, თქვენი მომავალი
წარმატებისთვის რომელი ტიპის შემაჯამებელი დავალების შესრულება არის უფრო მნიშვნელოვანი?
ა)
ერთფეროვანი (ფაქტობრივ ცოდნაზე დაფუძნებული)
ბ)
ეფექტური (მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებაზე ორიენტირებული)
გ)
ორივე
დ)
არცერთი
5. თქვენი აზრით, მაღალი სააზროვნო
უნარების განვითარებისთვის, საგაკვეთილო პროცესში, მასწავლებელი უნდა მიმართავდეს შემდეგ აქტივობებს?
§ დისკუსია // დებატები
§ წყაროს კრიტიკული ანალიზი
§ თემის //ესეს დაწერა
§ პიროვნებების შედარებითი ანალიზი
§ პრეზენტაცია (პოსტერი ან powerpoint-ში
შესრულებული)
§ პროექტი
ა) ყოველთვის
ბ) ხანდახან
გ) არასოდეს
6. თქვენი აზაზრით, რისთვის არის საჭირო მრავალფეროვანი,
უფრო ეფექტური შემაჯამებელი დავალებების შეთავაზება თქვენთვის?
ა)
მაღალი აკადემიური შედეგების მისაღწევად
ბ)
ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩასაბარებლად
გ)
დამეხმარება საკუთარი სუსტი და ძლიერი მხარეების
გამოვლენაში
დ)
მიღებულ ცოდნას და გამოცდილებას გამოვიყენებ პრაქტიკაში
ე)
სხვა
..............................................................................................................
დანართი
# 2 ფოკუს
ჯგუფი
საკვლევი საკითხი: როგორ შეიძლება ჩავანაცვლოთ ერთფეროვანი (ფაქტობრივ
ცოდნაზე დაფუძნებული) შემაჯამებელი დავალებები უფრო ეფექტური (სააზროვნო უნარების განვითარებაზე
ორიენტირებული) შემაჯამებელი დავალებებით?
მეთოდი: ფოკუს ჯგუფი
ინსტრუმენტი: პროტოკოლი
შერჩევის ჩარჩო: 8 მოსწავლე ( 4 გოგო, 4 ბიჭი, განსხვავებული აკადემიური
მოსწრების მოსწავლეები)
ინტერვიუს შეკითხვები:
1.
თქვენი აზრით, რატომ არის სავალდებულო შემაჯამებელი დავალებების შესრულება ?
2.
თქვენ როგორ შემაჯამებელ დავალებას ანიჭებთ უპირატესობას ?
3.
თვლით თუ არა, რომ მრავალფეროვანი შემაჯამებელი დავალებების შესრულება ხელს უწყობს
თქვენს პროგრესს ? დაასაბუთეთ
4.
თქვენ რომ მასწავლებელი იყოთ, როგორ შემაჯამებელ დავალებას შესთავაზებდით მოსწავლეებს,
დააკონკრეტეთ:
ქ. ბათუმის #9 საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებლის ნიკოლოზ იმედაიშვილის რეფლექსია კვლევის
შედეგების გაზიარების შესახებ.
2018 წლის 31 მაისს ქ. ბათუმის #9 საჯარო სკოლის საზოგადოებრივ
მეცნიერებათა კათედრის წევრების და დირექციის წარმომადგენლების თანდასწრებით წარვადგინე
კვლევის ანგარიში თემაზე: როგორ შეიძლება ჩავანაცვლოთ ერთფეროვანი (ფაქტობრივ ცოდნაზე
დაფუძნებული) შემაჯამებელი დავალებები უფრო ეფექტური (სააზროვნო უნარების განვითარებაზე
ორიენტირებული) შემაჯამებელი დავალებებით.
საკუთარი პედაგოგიური
პრაქტიკის კვლევის შედეგების შესახებ მივაწოდე ამომწურავი ინფორმაცია დამსწრე საზოგადოებას,
ვთვლი, რომ აღნიშნული
კვლევისგან სარგებელს მიიღებენ მოსწავლეებიც, პირადად მეც და სხვა მასწავლებლებიც.
კერძოდ, მოსწავლეები შეძლებენ კარგად გაიზრონ ეფექტური, მრავალმხრივი, განსხვავებული
შემაჯამებელი დავალებების შეთავაზებით მიღებული სარგებლიანობა თავისი მომავალი წარმატებისთვის,
პირადად მე დავხვეწ ჩემს პედაგოგიურ პრაქტიკას და დავნერგავ ისეთ აქტივობებს, რომელიც
ხელს შეუწყობს მოსწავლეებში მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებას და რაც შეეხება
სხვა მასწავლებლებს, აღნიშნული კვლევა მათთვის იქნება კარგი გამოცდილება, რომ საკუთარ
პრაქტიკაში გადაიტანონ და დანერგონ ის სიკეთეები, რაც სააზროვნო ტიპის აქტივობების
გამოყენებას მოაქვს.
გამოხმაურება იყო საკმაოდ პოზიტიური, დადებითი, კოლეგებმა
გამოთქვეს საკუთარი მოსაზრება კვლევასთან დაკავშირებით, აღნიშნეს საკვლევი საკითხის
აქტუალობა და მნიშვნელობა, მისი გამოყენების პერსპექტივა და საკუთარ პედაგოგიურ პრაქტიკაზე
მორგების შესაძლებლობა.
გთავაზობთ კათედრის ხელმძღვანელის გ. გუნდაძის უკუკავშირს:
„პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა ძალიან მნიშვნელოვანი და აქტუალურია თანამედროვე მეთოდოლოგიაში,
განსაკუთრებით მაშინ თუ ის სიახლის ძიებაშია. წინამდებარე ნაშრომი ეხება ერთფეროვანი
შემაჯამებელი დავალების ჩანაცვლებას უფრო ეფექტური შემაჯამებელი დავალებით. მეტად საინტერესოა. განსაკუთრებით მინდა ავღნიშნო
რომ, ეს არის მოსწავლეთა გამოკითხვაზე აგებული. თვითონ ირჩევენ დავალებას, როგორ შეაჯამონ,
ტრადიციული ტესტებით თუ უფრო სააზროვნო უნარებით, რასაც ბლუმის ტაქსონომიის სააზროვნო უნარებზე გავყავართ. ეს მეტად მნიშვნელოვანია,
რადგან მოსწავლეებს უვითარდებათ ანალიზის, სინთეზის, შეფასების უნარები და საბოლოოდ
კრიტიკული აზროვნება.
ამ თემის
განხილვა ანუ გაცვლა კოლეგებთან აუცილებელია, ამიტომ კარგი იქნება
თუ სხვა კოლეგებსაც დააინტერესებთ დავალების ასე შესრულება, რადგან მოსწავლეები დაიწყებენ
სამზადისს ეროვნული გამოცდებისთვის, შეეჩვევიან საკუთარი სუსტი და ძლიერი მხარეების
დადგენას.“
ასევე გთავაზობთ საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრის
წევრის მზია პაპავას უკუკავშირს: „კვლევის საკითხი ნამდვილად პრობლემურია, მასწავლებელს
კარგად აქვს მიგნებული კვლევის მეთოდები და
ინტერვენციები, კვლევის სტრუქტურა, დასკვნა და ბიბლიოგრაფია, ვფიქრობ, კვლევა უფრო საინტერესო იქნებოდა კოლეგებისთვის,
თუ მკვლევარი მასწავლებელი მონაცემთა შეგროვების და ანალიზის დროს კოლეგებს დაეკითხებოდა,
დგანან თუ არა ისინი მსგავსი პრობლემის წინაშე, შესაბამისად მათ პრაქტიკასაც გაითვალისწინებდა, აქედან გამომდინარე პრობლემა უფრო ზოგადი და თვალშისაცემი იქნებოდა,
საერთო პრობლემის გადაჭრის გზების პოვნა კი უფრო დააინტერესებდა კოლეგებს საკვლევი
საკითხის მიმართ. ვფიქრობ ეს კვლევის შედეგების
გაზიარების ყველაზე საინტერესო გზა იქნებოდა.“
|
ძალიან საინტერესო და აქტუალური თემაა ნიკა..ვფიქრობ თუ თქვენს რეკომენდაციებს გავითვალისწინებთ შემაჯამებელ სამუშაოებზე უფრო მაღალ შედეგს ვაჩვენებთ...წარმატებები
ОтветитьУдалитьძალიან დიდი მადლობა შეფასებისთვის
ОтветитьУдалить