ჩემს შესახებ

понедельник, 6 января 2014 г.

სტაჟირება

        ვროცლავში (პოლონეთი)  სტაჟირების  კონკურსის  გამარჯვებულები


2019 წლის 2 და 3 მარტს ინდივიდუალური  განრიგის შესაბამისად ჩატარდა უცხოეთში (. ვროცლავში) საზოგადოებრივი მიმართულების საგანთა  მასწავლებლების სტაჟირების კონკურსის მეორე ეტაპი - გასაუბრება.

გასაუბრებაში მონაწილეობის უფლება ქონდა იმ  33 კანდიდატს, რომლებმაც  გადალახეს შესარჩევი კონკურსის პირველი ეტაპი.
 კანდიდატების შეფასების თემატიკა და   კრიტერიუმები წინასწარ იყო გამოქვეყნებული   ორგანიზაციის საიტზე.

საკონკურსო გასაუბრების კომისიის შემადგენლობაში იყვნენ: ირაკლი თავბერიძე - ()იპ აჭარის განათლების ფონდის დირექტორი/კომისიის თავმჯდომარე; ლალი ლომთათიძე - დირექტორის მოადგილე; მაია ბლიაძე - სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის გეოგრაფიის კონსულტანტი; ნინო გვარამაძე - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სამოქალაქო განათლების კონსულტანტი; კახაბერ ჩაკვეტაძე - სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ისტორიაში გარე დაკვირვების ექსპერტი; მაია დოლიძე - აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის განათლების დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი; მინდია ნაკაშიძე - აჭარის განათლების ფონდის იურისტი; თინათინ ციცხვაია - ()იპ აჭარის განათლების ფონდის კოორდინატორი; გიული მიქელაძე - ()იპ აჭარის განათლების ფონდის კოორდინატორი.
გასაუბრების კომპეტენტურად და ობიექტურად ჩატარების მიზნით, დამკვირვებლის სტატუსით გასაუბრებას ესწრებოდნენ ორი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალიდან და ბათუმის განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრიდან. 

კონკურსის მეორე ეტაპზე  სამ საგნობრივ მიმართულებაში გამოვლინდნენ შემდეგი გამარჯვებულები:  

სამოქალაქო განათლება:

ინგა მოსიძე (ხელვაჩაურის სსიპ სალიბაურის 1 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი)

 ნაზი კოჩალიძე (ქობულეთის სსიპ ციხისძირის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი) 

გიორგი უღრელიძე (ქობულეთის სსიპ N5 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი) 

გეოგრაფია:

ლუიზა რევიშვილი (სსიპ ბათუმის N5 საჯარო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელი)

 მზია მხატვარი (სსიპ ბათუმის N7 საჯარო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელი)

გულნარა გუნდაძე (სსიპ ბათუმის N9 საჯარო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელი)

ისტორია:

ნინო ბეჟანიძე (ქობულეთის სსიპ N1 საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი) 

ნიკოლოზ იმედაიშვილი   (სსიპ ბათუმის 9 საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი)

მადონა გოგიტიძე (ქობულეთის სსიპ N2 საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი)

პოლონეთში, ქვემო სილეზიის მასწავლებელთა მომზადების ცენტრში (. ვროცლავი) საზოგადოებრივ მეცნიერებათა მიმართულების საგანთა მასწავლებლების ერთკვირიანი სტაჟირება  განხორციელდება 2019  წლის 9-16 აპრილს. მათი სტაჟირების სრული დაფინანსება  განხორციელდება  ()იპ აჭარის განათლების ფონდისა (ბათუმის მასწავლებლის სახლი) და მიმღები პოლონური მხარის მიერ.













Комментариев нет:

Отправить комментарий